https://sputnik-georgia.com/20240521/saqartveloshi-britanuli-universitetebi-gaixsneba-288027437.html
განათლების სამინისტრო: საქართველო მზადაა ბრიტანული სასწავლებლების გახსნისთვის
განათლების სამინისტრო: საქართველო მზადაა ბრიტანული სასწავლებლების გახსნისთვის
Sputnik საქართველო
ბრიტანულმა მხარემ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა, აღნიშნეს უწყებაში 21.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-21T21:00+0400
2024-05-21T21:00+0400
2024-05-21T21:00+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
დიდი ბრიტანეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663388_0:317:2992:2000_1920x0_80_0_0_c5fe9c2577d73f85678900a47bb654dd.jpg
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს აქვს საჭირო შესაძლებლობები და მზად არის ქვეყნის ტერიტორიაზე ბრიტანული უნივერსიტეტები გახსნას - ასეთია ბრიტანული ორგანიზაცია Times Higher Education-ის (THE) სიღრმისეული კვლევის შედეგები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ჩატარდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.Times Higher Education-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიზანი იყო ბრიტანულ-ქართული ტრანსნაციონალური განათლების განვითარების შესაძლებლობებისა და გამოწვევების გამოვლენა, ასევე რეკომენდაციების შემუშავება ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის განვითარებისთვის.კვლევის შედეგები და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ლონდონში ლანკასტერის სასახლეში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ (The Education World Forum) ოფიციალური მიღების ფარგლებში დიდი ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ მდივან სიუზან აკლანდ-ჰუდთან განიხილა.მინისტრი ასევე შეხვდა უმაღლესი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველ სერ სტივ სმიტს, რომელთანაც ქართულ და ბრიტანულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.მინისტრმა ბრიტანული მხარისგან სრული მხარდაჭერა მიიღო, მათ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის, ვიზიტის განხორციელებისა და ბაზარზე შემოსვლის მზაობა გამოთქვეს.ოფიციალური მიღების დასასრულს გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი მდივანი და განათლების საკითხებში მთავრობის მრჩეველი ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერების მიზნით საქართველოში დაპატიჟა.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663388_325:0:2992:2000_1920x0_80_0_0_30dd25c1b093ccb1d7cade13e3439533.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , დიდი ბრიტანეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , დიდი ბრიტანეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
განათლების სამინისტრო: საქართველო მზადაა ბრიტანული სასწავლებლების გახსნისთვის
ბრიტანულმა მხარემ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა, აღნიშნეს უწყებაში
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს აქვს საჭირო შესაძლებლობები და მზად არის ქვეყნის ტერიტორიაზე ბრიტანული უნივერსიტეტები გახსნას - ასეთია ბრიტანული ორგანიზაცია Times Higher Education-ის (THE) სიღრმისეული კვლევის შედეგები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ჩატარდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
Times Higher Education-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიზანი იყო ბრიტანულ-ქართული ტრანსნაციონალური განათლების განვითარების შესაძლებლობებისა და გამოწვევების გამოვლენა, ასევე რეკომენდაციების შემუშავება ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის განვითარებისთვის.
კვლევის შედეგები და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ლონდონში ლანკასტერის სასახლეში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ (The Education World Forum) ოფიციალური მიღების ფარგლებში დიდი ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ მდივან სიუზან აკლანდ-ჰუდთან განიხილა.
მინისტრი ასევე შეხვდა უმაღლესი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველ სერ სტივ სმიტს, რომელთანაც ქართულ და ბრიტანულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.
მინისტრმა ბრიტანული მხარისგან სრული მხარდაჭერა მიიღო, მათ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის, ვიზიტის განხორციელებისა და ბაზარზე შემოსვლის მზაობა გამოთქვეს.
ოფიციალური მიღების დასასრულს გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი მდივანი და განათლების საკითხებში მთავრობის მრჩეველი ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერების მიზნით საქართველოში დაპატიჟა.