https://sputnik-georgia.com/20240521/narkodanashaulistvis-77-piri-daakaves-288019343.html
ბანანით დატვირთული კონტეინერით „კოკაინი" გადაჰქონდათ: ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავეს
ბანანით დატვირთული კონტეინერით „კოკაინი" გადაჰქონდათ: ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 21.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-21T12:13+0400
2024-05-21T12:13+0400
2024-05-21T12:13+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23870/72/238707281_3:0:1022:573_1920x0_80_0_0_46303d6b96bd59344d1a6ce7e4d8f0e3.jpg
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 77 პირი დააკავეს, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე ირანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები.შსს-ს ინფორმაციით, გამოვლენილი იქნა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული. კერძოდ პოლიციამ ამოიღო ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.გარდა ამისა, აღმოჩენილი და განეიტრალებული იქნა ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ-ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, რომელიც ე.წ. შავი ბაზრის 50%-ზე მეტს ამარაგებდა.პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.ასევე ბრალდებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მდმა“, „ალფა პვპ“, „მეტამფეტამინი“, „მეტადონი“, „ჰაშიში“ და ფსიქოტროპული ნივთიერებები.ბრალდებულებისგან პოლიციამ ასევე ნივთმტკიცებად ამოიღო, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით თანხა.გამოძიება სსკ-ის 260-ე და 262-ე (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა) მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23870/72/238707281_130:0:894:573_1920x0_80_0_0_1173dda225c86264716e4786f3344bbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ბანანით დატვირთული კონტეინერით „კოკაინი" გადაჰქონდათ: ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავეს
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 77 პირი დააკავეს, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე ირანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები.
შსს-ს ინფორმაციით, გამოვლენილი იქნა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული. კერძოდ პოლიციამ ამოიღო ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
გარდა ამისა, აღმოჩენილი და განეიტრალებული იქნა ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ-ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, რომელიც ე.წ. შავი ბაზრის 50%-ზე მეტს ამარაგებდა.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
ასევე ბრალდებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მდმა“, „ალფა პვპ“, „მეტამფეტამინი“, „მეტადონი“, „ჰაშიში“ და ფსიქოტროპული ნივთიერებები.
ბრალდებულებისგან პოლიციამ ასევე ნივთმტკიცებად ამოიღო, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით თანხა.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 262-ე (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა) მუხლებით მიმდინარეობს.