https://sputnik-georgia.com/20240520/qartveli-megvineebi-chinetis-gamopenaze-wardgnen-288004473.html
ქართველი მეღვინეები ჩინეთის პრესტიჟულ გამოფენაზე წარდგნენ
ქართველი მეღვინეები ჩინეთის პრესტიჟულ გამოფენაზე წარდგნენ
Sputnik საქართველო
ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში. 20.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-20T14:13+0400
2024-05-20T14:13+0400
2024-05-20T14:13+0400
საქართველო
ჩინეთი
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24558/63/245586365_0:131:2500:1537_1920x0_80_0_0_777b28a199ada3a2a554dae2f40f7cce.jpg
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ქართული ღვინის მწარმოებელმა ცხრა კომპანიამ ჩინეთში გუანდონის პროვინციის ქალაქ შენჭენში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მასშტაბურ გამოფენა WinetoAsia-ში მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მასშტაბური გამოფენა WinetoAsia თავს უყრის ათასობით საერთაშორისო მწარმოებლებსა და დილერებს, რაც ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას, დაუკავშირდნენ პოტენციურ პარტნიორებს აზიის სამომხმარებლო ბაზარზე. ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის კომპანიები ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მონაწილეობდა, რომელიც მიზნად ისახავს ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობას.ქართული ღვინის წარდგენას ორგანიზება ჩინეთში მოღვაწე ღვინის მაგისტრმა ქესიდი დარტმა (Cassidy Dart) გაუწია. ამასთან ერთად, ქესიდი დარტმა გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა.როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24558/63/245586365_137:0:2362:1669_1920x0_80_0_0_465f9344ade16c5b4fa860bb7c90414e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ქართველი მეღვინეები ჩინეთის პრესტიჟულ გამოფენაზე წარდგნენ
ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ქართული ღვინის მწარმოებელმა ცხრა კომპანიამ ჩინეთში გუანდონის პროვინციის ქალაქ შენჭენში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მასშტაბურ გამოფენა WinetoAsia-ში მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასშტაბური გამოფენა WinetoAsia თავს უყრის ათასობით საერთაშორისო მწარმოებლებსა და დილერებს, რაც ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას, დაუკავშირდნენ პოტენციურ პარტნიორებს აზიის სამომხმარებლო ბაზარზე.
ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის კომპანიები ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მონაწილეობდა, რომელიც მიზნად ისახავს ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობას.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ღვინის კომპანიები: „წერეთლის ღვინის მარანი“; „თელავის ღვინის მარანი“; „შატო მუხრანი“, GWS, „ბექაურის ღვინის მარანი“, Wine Guards; „მტევინო“, „კოტეხი“ და „დუგლაძეების ღვინის კომპანია“.
ქართული ღვინის წარდგენას ორგანიზება ჩინეთში მოღვაწე ღვინის მაგისტრმა ქესიდი დარტმა (Cassidy Dart) გაუწია. ამასთან ერთად, ქესიდი დარტმა გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა.
როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია.