საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსწავლე გაკვეთილზე
მოსწავლე გაკვეთილზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2024
გამოწერა
რეგისტრაციის გავლა საჯარო სკოლებში შესაძლებელი იქნება მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. საქართველოში 20 მაისის 09:00 საათიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო, რომელიც 13 ივნისის 18:00 საათამდე გაგრძელდება, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესული ცვლილების თანახმად, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. მანამდე არსებული რეგულაციით, სკოლებში დარეგისტრირება შეეძლოთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე უსრულდებოდათ.
ცვლილების თანახმად, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან პირველ დეკემბრამდე დაბადებული პირების მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი, ან გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღება, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.
III ეტაპი - ეს უკვე საყოველთაო რეგისტრაციაა, რომელიც განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე registration.emis.ge. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. თუ დოკუმენტაცია დადგენილ ვადებში არ იქნება წარდგენილი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. თუ დადგენილ ვადებში დოკუმენტაცია არ იქნება წარმოდგენილი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
საქართველოს საჯარო სკოლებში 2024-2025 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 მარტს დაიწყო და 20 მარტს დასრულდა. პირველ ეტაპზე სკოლებში დარეგისტრირდნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.
პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი 1 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა. ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდნენ ის ბავშვები, რომელთა ან და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში, ან მშობელია სკოლის თანამშრომელი და/ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
რაც შეეხება IV ეტაპს, რეგისტრაცია 27 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. სკოლებში ამ დროს გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.
პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტებია:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ყველა ახალი ამბავი
0