დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 მაისი

CC BY 2.0 / Jay Huang / Spring at Lake Louiseგაზაფხული
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 20 მაისია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
არაპროგნოზირებადი, დატვირთული, მაგრამ მთლიანობაში წარმატებული დღეა. მოემზადეთ მოულოდნელობებისთვის. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საკითხებში – აუცილებლად უნდა შეამოწმოთ ინფორმაციები და მხოლოდ ინტუიციას არ ენდოთ. გელოდებათ ახალი პერსპექტიული ნაცნობობა.
ვერძი: ვითარებები აჩქარებას გაიძულებთ. თუნდაც თქვენი სტილი არ იყოს სწრაფად მოქმედებები და გადაწყვეტილებების მიღება, დღეს ამ ახალ რიტმს მშვენივრად მიესადაგებით. დღეს საკუთარი მოვალეობების მიმართ ძალზე სერიოზულად იქნებით განწყობილი. ამასთან, იგრძნობთ, საჭირო ხართ და სარგებლის მოტანა შეგიძლიათ. ეს დიდი ბედნიერების შეგრძნებას მოგანიჭებთ.
ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2019
საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: მზად ხართ მომავალზე იფიქროთ. არა იოცნებოთ და ღრუბლებში იფრინოთ, არამედ კონკრეტულად გადაწყვიტოთ, საით წახვიდეთ. თქვენი გეგმები იქნება მკაფიო, ამიტომ მათი ცხოვრებაში რეალიზება არ გართულდება. მაგრამ მომავალზე ფიქრისას აწმყო არ უნდა დაგავიწყდეთ, უფრო კონკრეტულად კი, ირგვლივ მყოფები. ნუ იქნებით „ბუზღუნა“ და მომაბეზერებელი, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ ისინი არასწორად მოქმედებენ.
ტყუპი: დღეს ყველაზე ნაკლებად აგაღელვებთ სხვისი მოსაზრებები, ყოველ შემთხვევაში, თქვენი საქციელი ამას დაადასტურებს. გჯერათ, რომ რასაც აკეთებთ, ყველაფერს სწორად აკეთებთ, ხოლო გარშემომყოფები თავიანთი რჩევებით ხელს გიშლიან. არ ღირს დღეს კირჩხიბის „ხელში ჩავარდნა“, მაგრამ თუ მისი მოსაზრება გაინტერესებთ რამე საკითხზე, მაშინ თამამად შეგიძლიათ მიმართოთ – მისი პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებული იქნება.
კირჩხიბი: შესანიშნავი დღეა მომავალზე დასაფიქრებლად. მაგრამ ჯერ აწმყოში უნდა დაასრულოთ დასამთავრებელი საქმეები, რომლებიც წინსვლაში გიშლით ხელს. ვარსკვლავები გირჩევენ, სახლის საქმეებს მიხედოთ, როდესაც ირგვლივ სივრცეს მოაწესრიგებთ, შეგიძლიათ დაიწყოთ საკუთარი იდეებისა და გეგმების მოწესრიგებაც. არაფერს შეუშინდეთ. როდესაც ახალ მიზანს დაისახავთ, მიხვდებით კიდეც, როგორ განახორციელოთ ის.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2023
ჰოროსკოპი: ვინ როგორ იშუშებს ჭრილობებს
ლომი: დღეს ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტის უამრავი გზა შეგიძლიათ მოძებნოთ, შემდეგ შეარჩიოთ რომელიმე – ყველაზე ეფექტური და მარტივი. თქვენი გონება ზუსტად, შვეიცარიული საათივით გამართულად იმუშავებს. ეს დღე იდეალურია თქვენთვის ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტის კუთხით გარდა იმ საქმეებისა, სადაც ტაქტიანი დამოკიდებულებაა საჭირო – დღეს რატომღაც „შვეიცარიული“ დიპლომატიურობით გამორჩეული ნამდვილად არ იქნებით.
ქალწული: დღეს თქვენში ნამდვილი ბუღალტერი გაიღვიძებს. შეძლებთ ნებისმიერ პრობლემაზე საღი გონებით გონებით მუშაობას და ემოციებს გვერდით გადადებთ. შესანიშნავი დღეა საოჯახო ბიუჯეტის „რევიზიისთვის“, ხარჯების დაგეგმვისა და მეტი შემოსავლის მიღებაზე დაფიქრებისთვის. სხვათა შორის, სხვა სფეროებშიც, მათ შორის, სიყვარულში, ასეთივე პრაქტიკული დამოკიდებულება გექნებათ და გრძნობების ენას მკაცრი ფაქტებისა და ციფრების ენით ჩაანაცვლებთ.
სასწორი: დღეს თქვენთვის თითქმის შეუმჩნეველი იქნება ზღვარი სინამდვილესა და თავდაჯერებულობას შორის, ყოველ შემთხვევაში, გარშემომყოფებისთვის. თავად შეიძლება ფიქრობდეთ, რომ უბრალოდ აკეთებთ საქმეს მიზანზე გათვლით და ამასვე მოითხოვთ გვერდით მყოფი ადამიანებისგან. თუმცა გარედან თქვენი მითითებები უფრო ზედამხედველის „მათრახს“ ჰგავს, ხოლო პირდაპირობა – დაუნდობელ კრიტიკას. ჯობია, დაიოკოთ ჟინი, მგზნებარება, თორემ ბუნტამდე ბევრი არაფერი დარჩება.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2018
სარძლოების საყურადღებოდ: ერიდეთ სადედამთილოს, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანია...
მორიელი: დღეს ძალაგამოცლილი იქნებით, არ გექნებათ სურვილი, რომ ყურადღება საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილოთ. რომ მოინდომოთ კიდეც, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ ინიციატივის გამოჩენას, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, არ დაიძაბოთ. თუ ვითარება თქვენგან აქტიურ მოქმედებებს მოითხოვს, მოძებნეთ ადამიანი, ვინც არაა წინააღმდეგი, ცოტა ხანი „იხელმძღვანელოს“. თქვენთვის სასარგებლო იქნება, თუ ვინმეს ხელმძღვანელობის უფლებას მისცემთ.
მშვილდოსანი: დღეს ექსპერტები გირჩევენ, რომ არასტანდარტული გზები შეარჩიოთ – საქმისადმი ჩვეულებრივი დამოკიდებულება საჭირო შედეგებს ვერ მოგცემთ. შემოქმედება – განსხვავებულად აზროვნების უნარი დღეს ყველაზე პრაქტიკულ საკითხებშიც გამოგადგებათ. მოიფიქრეთ სამუშაო გეგმა, გადააქციეთ ხელმძღვანელობასთან საუბარი თეატრალურ წარმოდგენად – თქვენს შემოქმედებითობას საზღვარი არ ექნება.
თხის რქა: თქვენი ფიქრები დღეს გამუდმებით გადაუდებელი საქმეების ირგვლივ იტრიალებს. შესვენების დროსაც კი არ მოგშორდებათ ფიქრი იმაზე, თუ როგორ გადაჭრათ ესა თუ ის პრობლემა. ამის გამო მზად ხართ, სამსახურსა და სახლს შორის „გაიხლიჩოთ“ – სამუშაოდან ჩუმად გაიგებთ, რა მდგომარეობაა სახლში, სახლიდან – სამსახურში. თქვენი ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის – დღევანდელი საქმიანობა საკმაოდ წარმატებული და პროდუქტიული აღმოჩნდება.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2018
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით
მერწყული: დღეს უზარმაზარი პოტენციალი გაგაჩნიათ. ხართ აქტიური, შემოქმედებითი განწყობითა და პრაქტიკული „ხრიკებით“ აღჭურვილი. ასეთი „კოქტეილი“, თუ მას სწორი პროპორციებით შეაზავებთ, ნებისმიერ ამოცანასთან სწრაფად და ეფექტურად გამკლავებაში დაგეხმარებათ. მოახერხებთ იმ პრობლემების ელეგანტური, დახვეწილი და გონებამახვილური გზებით გადაჭრას, რომლებზეც გარშემომყოფები დიდი ხანი იმტვრევდნენ თავს.
თევზები: დღეს საოცრად აქტიური ხართ და თქვენი შეჩერება შეიძლება სერიოზული პრობლემა გახდეს. ტვინი და მთელი ორგანიზმი ფორსირებულ რეჟიმში იმუშავებს, მაქსიმალურად დაიხარჯება. ამის გამო გარშემომყოფები, შესაძლოა, „შენელებული კადრივით“, მძინარე მდგომარეობაში მოგეჩვენოთ. გასაკვირი არაა, რომ მათი „გამოღვიძება“ მოგინდეთ და თან, არცთუ დელიკატური მეთოდებით.
ყველა ახალი ამბავი
0