https://sputnik-georgia.com/20240518/prezidentma-cvens-winadadebas-destruqciit-upasuxa0mamuka-mdinaraze-287987967.html
„პრეზიდენტმა ჩვენს წინადადებას დესტრუქციით უპასუხა“ - მამუკა მდინარაძე
„პრეზიდენტმა ჩვენს წინადადებას დესტრუქციით უპასუხა“ - მამუკა მდინარაძე
Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო და განაცხადა, რომ არ აპირებს ცვლილებების შეტანას მასში, რადგან ის საერთოდ გასაუქმებელია. 18.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-18T21:35+0400
2024-05-18T21:35+0400
2024-05-18T21:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:58:2400:1408_1920x0_80_0_0_e7b6c4e81f0c08fe5dd6a57cd4107f7b.jpg
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი არ არსებობს და დესტრუქციით უპასუხა დიალოგის წინადადებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო>>პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო და განაცხადა, რომ არ აპირებს ცვლილებების შეტანას მასში, რადგან ის საერთოდ გასაუქმებელია. კანონის სამი მოსმენით მიღების შემდეგ, პროტესტის და საქართველოს პარტნიორების უარყოფითი რეაქციის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის ღია დისკუსიისთვის და შესთავაზა ზურაბიშვილს, ვეტოსთან ერთად წარმოადგინოს უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული მოტივირებული კომენტარები, რათა კანონპროექტში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გაჩნდეს.მისი თქმით, „ვეტოს ახალი ნაირსახეობის გამოგონებაზე კი სხვადასხვა თაობის იურისტები დიდი ხნის განმავლობაში იმსჯელებენ“.კანონის შეცვლა ვეტოს ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ მოტივირებული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში. მანამდე მმართველი პარტია აცხადებდა, რომ ვეტოში არსებული შენიშვნების განხილვისას, განიხილავდნენ ვენეციის კომისიის შენიშვნებს, რომლებიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება, თუ ისინი პრეზიდენტის პროექტში იქნება შესული.ამავდროულად, საქართველოში გრძელდება პროტესტი კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც 15 აპრილს დაიწყო. აქციებში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობენ. პარასკევს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აქციის მონაწილეებს შესთავაზა კანონზე სადისკუსიოდ 10-მდე ახალგაზრდა და მათთვის ავტორიტეტული ორი-სამი ექსპერტი აერჩიათ.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:0:2133:1600_1920x0_80_0_0_e0d2616f08cae416e1ff8d65e2c12bef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
„პრეზიდენტმა ჩვენს წინადადებას დესტრუქციით უპასუხა“ - მამუკა მდინარაძე
21:35 18.05.2024 (განახლებულია: 21:36 18.05.2024) პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო და განაცხადა, რომ არ აპირებს ცვლილებების შეტანას მასში, რადგან ის საერთოდ გასაუქმებელია.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი არ არსებობს და დესტრუქციით უპასუხა დიალოგის წინადადებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო და განაცხადა, რომ არ აპირებს ცვლილებების შეტანას მასში, რადგან ის საერთოდ გასაუქმებელია. კანონის სამი მოსმენით მიღების შემდეგ, პროტესტის და საქართველოს პარტნიორების უარყოფითი რეაქციის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის ღია დისკუსიისთვის და შესთავაზა ზურაბიშვილს, ვეტოსთან ერთად წარმოადგინოს უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული მოტივირებული კომენტარები, რათა კანონპროექტში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გაჩნდეს.
„დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები. რაც შეეხება ჩვენს კონსტუქციულ შეთავაზებას, ვეტოს პროცედურაში ჩაერთო უცხოელი პარტნიორები, მან უარით და დესტრუქციით უპასუხა!“ - დაწერა მდინარაძემ.
მისი თქმით, „ვეტოს ახალი ნაირსახეობის გამოგონებაზე კი სხვადასხვა თაობის იურისტები დიდი ხნის განმავლობაში იმსჯელებენ“.
კანონის შეცვლა ვეტოს ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ მოტივირებული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში. მანამდე მმართველი პარტია აცხადებდა, რომ ვეტოში არსებული შენიშვნების განხილვისას, განიხილავდნენ ვენეციის კომისიის შენიშვნებს, რომლებიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება, თუ ისინი პრეზიდენტის პროექტში იქნება შესული.
ამავდროულად, საქართველოში გრძელდება პროტესტი კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც 15 აპრილს დაიწყო. აქციებში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობენ. პარასკევს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აქციის მონაწილეებს შესთავაზა კანონზე სადისკუსიოდ 10-მდე ახალგაზრდა და მათთვის ავტორიტეტული ორი-სამი ექსპერტი აერჩიათ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.