https://sputnik-georgia.com/20240518/---------287986742.html
სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო
სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილის თქმით, ვეტო კანონში არანაირი ცვლილებების შეტანას არ ითვალისწინებს. 18.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-18T19:31+0400
2024-05-18T19:31+0400
2024-05-18T21:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/08/282059385_199:372:1398:1046_1920x0_80_0_0_6ac3decfbf5fbda1787a123feebd544d.jpg
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს უფლება გამოიყენა და მას პარლამენტში დააბრუნებს.კანონის სამი მოსმენით მიღების შემდეგ, პროტესტის და საქართველოს პარტნიორების უარყოფითი რეაქციის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის ღია დისკუსიისთვის და შესთავაზა ზურაბიშვილს, ვეტოსთან ერთად წარმოადგინოს უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული მოტივირებული შენიშვნები, რათა კანონპროექტში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გაჩნდეს.მისი თქმით, ვეტო კანონში არანაირი ცვლილებების შეტანას არ ითვალისწინებს.კანონის შეცვლა ვეტოს ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ მოტივირებული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში. მანამდე მმართველი პარტია აცხადებდა, რომ ვეტოში არსებული შენიშვნების განხილვისას, განიხილავდნენ ვენეციის კომისიის შენიშვნებს, რომლებიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება, თუ ისინი პრეზიდენტის პროექტში იქნება შესული.ამავდროულად, საქართველოში გრძელდება პროტესტი კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც 15 აპრილს დაიწყო. აქციებში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობენ. პარასკევს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აქციის მონაწილეებს შესთავაზა კანონზე სადისკუსიოდ 10-მდე ახალგაზრდა და მათთვის ავტორიტეტული ორი-სამი ექსპერტი აერჩიათ.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/08/282059385_277:349:1233:1066_1920x0_80_0_0_7812350791148c09a9eff10c661c99af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო
19:31 18.05.2024 (განახლებულია: 21:36 18.05.2024) ზურაბიშვილის თქმით, ვეტო კანონში არანაირი ცვლილებების შეტანას არ ითვალისწინებს.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს უფლება გამოიყენა და მას პარლამენტში დააბრუნებს.
კანონის სამი მოსმენით მიღების შემდეგ, პროტესტის და საქართველოს პარტნიორების უარყოფითი რეაქციის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის ღია დისკუსიისთვის და შესთავაზა ზურაბიშვილს, ვეტოსთან ერთად წარმოადგინოს უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული მოტივირებული შენიშვნები, რათა კანონპროექტში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გაჩნდეს.
„დღეს დავადე ვეტო „რუსულ კანონს“, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, ევროპულ სტანდარტებს და ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ვეტო კანონში არანაირი ცვლილებების შეტანას არ ითვალისწინებს.
„ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
კანონის შეცვლა ვეტოს ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ მოტივირებული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში. მანამდე მმართველი პარტია აცხადებდა, რომ ვეტოში არსებული შენიშვნების განხილვისას, განიხილავდნენ ვენეციის კომისიის შენიშვნებს, რომლებიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება, თუ ისინი პრეზიდენტის პროექტში იქნება შესული.
ამავდროულად, საქართველოში გრძელდება პროტესტი კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც 15 აპრილს დაიწყო. აქციებში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობენ. პარასკევს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აქციის მონაწილეებს შესთავაზა კანონზე სადისკუსიოდ 10-მდე ახალგაზრდა და მათთვის ავტორიტეტული ორი-სამი ექსპერტი აერჩიათ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.