https://sputnik-georgia.com/20240518/panikis-datesvis-mcdeloba-levan-davitasvili-laris-kursis-sesaxeb-287986023.html
პანიკის დათესვის მცდელობა: ლევან დავითაშვილი ლარის კურსის შესახებ
პანიკის დათესვის მცდელობა: ლევან დავითაშვილი ლარის კურსის შესახებ
Sputnik საქართველო
ბოლო კვირაში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,6797 GEL/$1 ნიშნულიდან 2,7323 GEL/$1 ნიშნულამდე გაუფასურდა. 18.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-18T17:48+0400
2024-05-18T17:48+0400
2024-05-18T17:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ლარის კურსი დღეს
საქართველოს მთავრობა
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/77/234067746_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_eff86a9c71fa68afc2f1ae54a70c0dba.jpg
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ოპოზიცია პანიკას თესავს და ეს ლარის კურსზეც აისახება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.ბოლო კვირაში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,6797 GEL/$1 ნიშნულიდან 2,7323 GEL/$1 ნიშნულამდე გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ბანკებისთვის დამატებითი ლიკვიდობის მიწოდების მიზნით ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაყიდა, დოლართან მიმართებაში ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა 2,758 GEL/$1 შეადგინა.ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის რაიმე ნეგატიური შედეგებისთვის ობიექტური საფუძველი არ არსებობს.„დავინახეთ, რომ მათ შორის, ლარის კურსმა დაიწყო დასტაბილურება და იმ შემთხვევაში, თუ პანიკას აჰყვებიან მოქალაქეები, სამწუხაროდ, იზარალებენ. ამიტომ, ცალსახაა, რომ უნდა შევინარჩუნოთ ამ შემთხვევაშიც სიმშვიდე და ობიექტურად შევხედოთ მოვლენებს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.ლარის მკვეთრი ვარდნის შემდეგ (2,7596 GEL/$1-მდე) პარასკევს კურსი გამყარდა 0,0011 ლარით დოლარის მიმართ და შეადგინა 2,7585 GEL/$1. ეს კურსი უქმეებზეც შენარჩუნება.ეროვნული ბანკის განცხადებით, მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია - საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/77/234067746_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_b2614327c99a96fb22373b5bf46cd5ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ლარის კურსი დღეს, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ლარის კურსი დღეს, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
პანიკის დათესვის მცდელობა: ლევან დავითაშვილი ლარის კურსის შესახებ
ბოლო კვირაში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,6797 GEL/$1 ნიშნულიდან 2,7323 GEL/$1 ნიშნულამდე გაუფასურდა.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ოპოზიცია პანიკას თესავს და ეს ლარის კურსზეც აისახება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ბოლო კვირაში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,6797 GEL/$1 ნიშნულიდან 2,7323 GEL/$1 ნიშნულამდე გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ბანკებისთვის დამატებითი ლიკვიდობის მიწოდების მიზნით ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაყიდა, დოლართან მიმართებაში ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა 2,758 GEL/$1 შეადგინა.
„ვხედავთ, ბოლო დღეებში როგორი გამიზნული, მიზანმიმართული შეტევაა საქართველოს ეკონომიკაზე, არის განცხადებები, რომ ეკონომიკა დაზიანდება, ჩამოიქცევა, ლარის კურსი გაუფასურდება, ასევე არის მოწოდებები, რომ მოსახლეობამ გამოიტანოს დეპოზიტები და ა.შ. აქედან გამომდინარე, გადაჭარბების გარეშე, პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ პანიკის დათესვის მცდელობა, რომელიც არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან მოვისმინეთ ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყნისა და საკუთარი ხალხის ცალსახა ღალატია“, - აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის რაიმე ნეგატიური შედეგებისთვის ობიექტური საფუძველი არ არსებობს.
„დავინახეთ, რომ მათ შორის, ლარის კურსმა დაიწყო დასტაბილურება და იმ შემთხვევაში, თუ პანიკას აჰყვებიან მოქალაქეები, სამწუხაროდ, იზარალებენ. ამიტომ, ცალსახაა, რომ უნდა შევინარჩუნოთ ამ შემთხვევაშიც სიმშვიდე და ობიექტურად შევხედოთ მოვლენებს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ლარის მკვეთრი ვარდნის შემდეგ (2,7596 GEL/$1-მდე) პარასკევს კურსი გამყარდა 0,0011 ლარით დოლარის მიმართ და შეადგინა 2,7585 GEL/$1. ეს კურსი უქმეებზეც შენარჩუნება.
ეროვნული ბანკის განცხადებით, მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია - საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული.