https://sputnik-georgia.com/20240517/gardabansi-23-wlis-mamakaci-dis-mkvlelobis-braldebit-daakaves-287966233.html
გარდაბანში დის მკვლელობის ბრალდებით 23 წლის მამაკაცი დააკავეს
გარდაბანში დის მკვლელობის ბრალდებით 23 წლის მამაკაცი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 17.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-17T13:15+0400
2024-05-17T13:15+0400
2024-05-17T13:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ძალადობა ოჯახში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249462230_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_c054e4d2cbba352a8714646322ed4e97.jpg
თბილისი, 17 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გარდაბანში 23 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიების მიხედვით, ბრალდებული გარდაბანში ავტომობილით განზრახ დაეჯახა საკუთარ დას, რის შემდეგაც მას დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად 29 წლის ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა - ნივთმტკიცებად ამოიღო.გარდაცვლილს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. თვითმხილველების განცხადებით, მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, ეჭვი გახდა. „ძმას ეჭვი ჰქონდა რომ ეს გოგო კარგ გზაზე არ იდგა“, - განაცხადა თვითმხილველმა.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249462230_464:671:2300:2048_1920x0_80_0_0_15f5c5e1501d6a57bb322a50e42e7395.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ძალადობა ოჯახში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ძალადობა ოჯახში
გარდაბანში დის მკვლელობის ბრალდებით 23 წლის მამაკაცი დააკავეს
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 17 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გარდაბანში 23 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული გარდაბანში ავტომობილით განზრახ დაეჯახა საკუთარ დას, რის შემდეგაც მას დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად 29 წლის ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა - ნივთმტკიცებად ამოიღო.
გარდაცვლილს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. თვითმხილველების განცხადებით, მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, ეჭვი გახდა. „ძმას ეჭვი ჰქონდა რომ ეს გოგო კარგ გზაზე არ იდგა“, - განაცხადა თვითმხილველმა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.