https://sputnik-georgia.com/20240517/es-semasfotebelia-kobaxizem-lietuvis-sagare-saqmeta-ministri-gaakritika-287973233.html
ეს შემაშფოთებელია - კობახიძემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა
ეს შემაშფოთებელია - კობახიძემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა
Sputnik საქართველო
კობახიძის თქმით, ევროკავშირის მინისტრების მონაწილეობა თბილისში საპროტესტო აქციაში უარყოფითად აისახება ევროკავშირის იმიჯზე. 17.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-17T18:33+0400
2024-05-17T18:33+0400
2024-05-17T18:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0d/287892338_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_95e484a145542d42adcaff5beae95f28.jpg
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ფაქტია ის, რომ როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ის თმობს თავისი სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, მაგრამ როცა ამას კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, ეს სერიოზული შეშფოთების საგანია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებას თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. ლანდსბერგის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ქვეყანამ უნდა დათმოს თავისი სუვერენიტეტის ნაწილი. ეს სისტემა ასე მუშაობს და სუვერენიტეტის ნაწილი ბრიუსელის ხელში გადადის, თქვა მან.პრემიერის თქმით, რამდენიმე თვის წინ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავდა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, მაშინ მას შეხვდა ძალიან დიდი კრიტიკა პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან.„დღეს ეს მარტივი ჭეშმარიტება სამჯერ გაიმეორა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა“, - განაცხადა კობახიძემ.ლიეტუვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში ვიზიტის დროს მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში, სადაც მომიტინგეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. მანამდე კი მინისტრები ყველა შეხვედრაზე აკრიტიკებდნენ კანონპროექტს, მთავრობის წარმომადგენლები კი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გარდა, არწმუნებდნენ მათ საქართველოში მსგავსი კანონის მიღების აუცილებლობაში.ეს მიუღებელია - ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლაზე საპროტესტო აქციაზე>>კობახიძის თქმით, ევროკავშირის მინისტრების მონაწილეობა თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში არასერიოზული ნაბიჯია და ეს უარყოფითად აისახება ევროკავშირის იმიჯზე.მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ლიეტუვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობას ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში მიუღებელი უწოდა.მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპროტესტო აქციაში საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობას ფარისევლობა ანდა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობა უწოდა. მისი თქმით, ანტისამთავრობო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ქართველი ხალხის მიმართ არამეგობრული ჟესტია.14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. ამავდროულად, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არსებობს ცვლილებების განხორციელების შანსი, თუ ვეტოს, რომლის დადებასაც პრეზიდენტი გეგმავს კანონპროექტზე, უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული სამართლებრივი შენიშვნები დაერთვება.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0d/287892338_382:200:1892:1333_1920x0_80_0_0_9d8211a3c0ca93e2293c9b505c0ef367.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ეს შემაშფოთებელია - კობახიძემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა
კობახიძის თქმით, ევროკავშირის მინისტრების მონაწილეობა თბილისში საპროტესტო აქციაში უარყოფითად აისახება ევროკავშირის იმიჯზე.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ფაქტია ის, რომ როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ის თმობს თავისი სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, მაგრამ როცა ამას კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, ეს სერიოზული შეშფოთების საგანია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებას თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. ლანდსბერგის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ქვეყანამ უნდა დათმოს თავისი სუვერენიტეტის ნაწილი. ეს სისტემა ასე მუშაობს და სუვერენიტეტის ნაწილი ბრიუსელის ხელში გადადის, თქვა მან.
„ეს თავისთავად ფაქტია, როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი, მაგრამ როდესაც პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე მისვლის კონტექსტში აკეთებს კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. საუბარი ამ კონტექსტში სუვერენიტეტის დათმობაზე მე მგონი, რომ სერიოზული შეშფოთების საგანია“, - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, რამდენიმე თვის წინ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავდა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, მაშინ მას შეხვდა ძალიან დიდი კრიტიკა პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან.
„დღეს ეს მარტივი ჭეშმარიტება სამჯერ გაიმეორა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა“, - განაცხადა კობახიძემ.
ლიეტუვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში ვიზიტის დროს მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში, სადაც მომიტინგეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. მანამდე კი მინისტრები ყველა შეხვედრაზე აკრიტიკებდნენ კანონპროექტს, მთავრობის წარმომადგენლები კი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გარდა, არწმუნებდნენ მათ საქართველოში მსგავსი კანონის მიღების აუცილებლობაში.
კობახიძის თქმით, ევროკავშირის მინისტრების მონაწილეობა თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში არასერიოზული ნაბიჯია და ეს უარყოფითად აისახება ევროკავშირის იმიჯზე.
„სამწუხარო ის არის, რომ როდესაც კონკრეტული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები ასეთ ნაბიჯებს დგამენ... მე იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეთ არასერიოზულ აქტებს აღარ ვიხილავთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ლიეტუვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობას ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში მიუღებელი უწოდა.
მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპროტესტო აქციაში საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობას ფარისევლობა ანდა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობა უწოდა. მისი თქმით, ანტისამთავრობო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ქართველი ხალხის მიმართ არამეგობრული ჟესტია.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. ამავდროულად, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არსებობს ცვლილებების განხორციელების შანსი, თუ ვეტოს, რომლის დადებასაც პრეზიდენტი გეგმავს კანონპროექტზე, უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული სამართლებრივი შენიშვნები დაერთვება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.