https://sputnik-georgia.com/20240516/es-miurebelia-ilia-darciasvili-sagareo-saqmeta-ministrebis-gamosvlaze-saprotesto-aqciaze-287956316.html
ეს მიუღებელია - ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლაზე საპროტესტო აქციაზე
ეს მიუღებელია - ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლაზე საპროტესტო აქციაზე
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპროტესტო აქციაში საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობას ფარისევლობა ანდა ქვეყანაში გადატრიალების... 16.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-16T20:03+0400
2024-05-16T20:03+0400
2024-05-16T20:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0e/287915876_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_c64c3323dd958156a35121d1f2d6f49a.jpg
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. მიუღებელია ლიეტუვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობა ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.თბილისში 15 აპრილიდან მიმდინარეობს მასშტაბური საპროტესტო აქციები კანონპროექტის „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წინააღმდეგ.საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს მიმართეს. ჩვენ ყველამ უნდა ვისაუბროთ საქართველოს ევროპული მომავლის საფრთხეზე ამჟამინდელი პოლიტიკის გამო, სანამ გვიანი არ არის, მიმართა შეკრებილებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. ევროპელი მინისტრები ყველა შეხვედრაზე აკრიტიკებდნენ კანონპროექტს „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მთავრობის წარმომადგენლები კი, პრეზიდენტის გარდა, არწმუნებდნენ მათ საქართველოში მსგავსი კანონის მიღების აუცილებლობაში.მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპროტესტო აქციაში საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობას ფარისევლობა ანდა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობა უწოდა.მისი თქმით, ანტისამთავრობო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ქართველი ხალხის მიმართ არამეგობრული ჟესტია.14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. ამავდროულად, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არსებობს ცვლილებების განხორციელების შანსი, თუ ვეტოს, რომლის დადებასაც პრეზიდენტი გეგმავს კანონპროექტზე, უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული სამართლებრივი შენიშვნები დაერთვება.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.ცნობილია, თუ როდის დაადებს პრეზიდენტი „გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტოს>>„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0e/287915876_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_37546f7f638b69bf5c2661e852d21b05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ეს მიუღებელია - ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლაზე საპროტესტო აქციაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპროტესტო აქციაში საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობას ფარისევლობა ანდა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობა უწოდა.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. მიუღებელია ლიეტუვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობა ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
თბილისში 15 აპრილიდან მიმდინარეობს მასშტაბური საპროტესტო აქციები კანონპროექტის „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წინააღმდეგ.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს მიმართეს. ჩვენ ყველამ უნდა ვისაუბროთ საქართველოს ევროპული მომავლის საფრთხეზე ამჟამინდელი პოლიტიკის გამო, სანამ გვიანი არ არის, მიმართა შეკრებილებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. ევროპელი მინისტრები ყველა შეხვედრაზე აკრიტიკებდნენ კანონპროექტს „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მთავრობის წარმომადგენლები კი, პრეზიდენტის გარდა, არწმუნებდნენ მათ საქართველოში მსგავსი კანონის მიღების აუცილებლობაში.
„მიუღებელია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული მეგობარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. დიპლომატებს ნამდვილად მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, როცა მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ვიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპროტესტო აქციაში საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობას ფარისევლობა ანდა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობა უწოდა.
მისი თქმით, ანტისამთავრობო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ქართველი ხალხის მიმართ არამეგობრული ჟესტია.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. ამავდროულად, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არსებობს ცვლილებების განხორციელების შანსი, თუ ვეტოს, რომლის დადებასაც პრეზიდენტი გეგმავს კანონპროექტზე, უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული სამართლებრივი შენიშვნები დაერთვება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.