https://sputnik-georgia.com/20240516/erdorani-kobaxizestan-sexvedris-semdeg-saqartvelosi-mimdinare-movlenebs-gamoexmaura-287957775.html
ერდოღანი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა
ერდოღანი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
კობახიძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თურქეთში ოფიციალური ვიზიტით ხუთშაბათს გაემგზავრა. 16.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-16T21:07+0400
2024-05-16T21:07+0400
2024-05-16T21:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
თურქეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/10/287956863_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_8615119a4c4ff156b7146df520969b77.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.კობახიძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თურქეთში ოფიციალური ვიზიტით ხუთშაბათს გაემგზავრა. თავდაპირველად მან თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო. მოგვიანებით საპრეზიდენტო სასახლეში დახვედრის ოფიცალური ცერემონია და შემდეგ უკვე ერდოღანთან მოლაპარაკებები გაიმართა.15 აპრილიდან თბილისში ყოველ დღე საპროტესტო აქციები იმართება. მომიტინგეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო. დემონსტრაციებს ახლავს პოლიციასთან შეტაკებები და რამდენჯერმე ისინი ძალადობრივ აქციაში გადაიზარდა, პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონს ეწინააღმდეგება ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები, ასევე დასავლეთი.პრესკონფერენციაზე ერდოღანმა მადლობა გადაუხადა კობახიძეს ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრები სასურველ შედეგს გამოიღებს. მისი თქმით, შედგა „ძალიან ნაყოფიერი საუბარი“.თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ქართველ ერს წინასწარ მიულოცა დამოუკიდებლობის დღე, რომელსაც ქვეყანა 26 მაისს აღნიშნავს. მან ასევე მიულოცა კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა.გარდა ამისა, ერდოღანმა კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას. ასევე, მან განაცხადა, რომ თურქეთი უწყვეტად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/10/287956863_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_add8ffd612a24251af675893db7cce6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, თურქეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, თურქეთი
ერდოღანი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა
კობახიძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თურქეთში ოფიციალური ვიზიტით ხუთშაბათს გაემგზავრა.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
კობახიძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თურქეთში ოფიციალური ვიზიტით ხუთშაბათს გაემგზავრა. თავდაპირველად მან თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო. მოგვიანებით საპრეზიდენტო სასახლეში დახვედრის ოფიცალური ცერემონია და შემდეგ უკვე ერდოღანთან მოლაპარაკებები გაიმართა.
„ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ პრემიერ-მინისტრმა მოსაზრებები გამაცნო საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, თურქეთში მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება“, - განაცხადა ერდოღანმა.
15 აპრილიდან თბილისში ყოველ დღე საპროტესტო აქციები იმართება. მომიტინგეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო. დემონსტრაციებს ახლავს პოლიციასთან შეტაკებები და რამდენჯერმე ისინი ძალადობრივ აქციაში გადაიზარდა, პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონს ეწინააღმდეგება ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები, ასევე დასავლეთი.
პრესკონფერენციაზე ერდოღანმა მადლობა გადაუხადა კობახიძეს ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრები სასურველ შედეგს გამოიღებს. მისი თქმით, შედგა „ძალიან ნაყოფიერი საუბარი“.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ქართველ ერს წინასწარ მიულოცა დამოუკიდებლობის დღე, რომელსაც ქვეყანა 26 მაისს აღნიშნავს. მან ასევე მიულოცა კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა.
გარდა ამისა, ერდოღანმა კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას. ასევე, მან განაცხადა, რომ თურქეთი უწყვეტად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე.