https://sputnik-georgia.com/20240514/mixael-roti-xelisuflebisgan-shexvedris-taobaze-uarze-287912778.html
ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ რომ ვასწავლოთ: მიხაელ როთი ხელისუფლებისგან შეხვედრის თაობაზე უარზე
ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ რომ ვასწავლოთ: მიხაელ როთი ხელისუფლებისგან შეხვედრის თაობაზე უარზე
Sputnik საქართველო
ჩვენ მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო და ისიც არა პარლამენტში, არამედ „ქართული ოცნების" ოფისში, განაცხადა... 14.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-14T20:10+0400
2024-05-14T20:10+0400
2024-05-14T21:07+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
გერმანია
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0e/287900988_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_2339c1c00898b3f4958bc1938fa96d1c.jpg
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ჩვენ ჩამოვედით არა იმისთვის რომ ვასწავლოთ, არამედ ჩამოვედით დიალოგისთვის, მაგრამ მთავრობამ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განსახილველად საქართველოში გერმანიის, ჩეხეთის, ლიეტუვისა და ფინეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებიან.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ დელეგაციის შემადგენლობაში არის ორი დეპუტატი, რომლებთან შეხვედრასაც, მათი წარსულიდან გამომდინარე, აზრი არ აქვს.14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას, მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო.პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს, თუმცა, პარლამენტს მისი დაძლევის შესაძლებლობა აქვს.კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ჩხუბის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტის შენობასთან სკანდალური კანონის მოწინააღმდეგეები კვლავ დილიდან შეიკრიბნენ, მათ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი და შენობის გვერდითა შესასვლელის ბლოკირება სცადეს.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0e/287900988_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_af300f2b9dceaf8a9a10e645ab059d35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, გერმანია , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, გერმანია , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ რომ ვასწავლოთ: მიხაელ როთი ხელისუფლებისგან შეხვედრის თაობაზე უარზე
20:10 14.05.2024 (განახლებულია: 21:07 14.05.2024) ჩვენ მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო და ისიც არა პარლამენტში, არამედ „ქართული ოცნების" ოფისში, განაცხადა გერმანელმა დეპუტატმა
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ჩვენ ჩამოვედით არა იმისთვის რომ ვასწავლოთ, არამედ ჩამოვედით დიალოგისთვის, მაგრამ მთავრობამ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განსახილველად საქართველოში გერმანიის, ჩეხეთის, ლიეტუვისა და ფინეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებიან.
„ხელისუფლებამ ჩვენთან საუბარზე უარი თქვა. ჩვენ აქ არ ვართ, რომ ვასწავლოთ, ჩვენ აქ ვართ, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. ჩვენ მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო და ისიც არა პარლამენტში, არამედ „ქართული ოცნების" ოფისში“, - განაცხადა როთმა ჟურნალისტებთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ დელეგაციის შემადგენლობაში არის ორი დეპუტატი, რომლებთან შეხვედრასაც, მათი წარსულიდან გამომდინარე, აზრი არ აქვს.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას, მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს, თუმცა, პარლამენტს მისი დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ჩხუბის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტის შენობასთან სკანდალური კანონის მოწინააღმდეგეები კვლავ დილიდან შეიკრიბნენ, მათ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი და შენობის გვერდითა შესასვლელის ბლოკირება სცადეს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.