„ხალხის ძალა" ჩინოვნიკებს ურჩევს არ შეხვდნენ დასავლელ პოლიტიკოსებს

© courtesy of Sozar Subariსოზარ სუბარი
სოზარ სუბარი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2024
გამოწერა
უცხოელი პოლიტიკოსების მიზანი საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობაა, განაცხადა სუბარმა
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოს მაღალჩინოსნებმა თავი უნდა შეიკავონ უცხოელ პოლიტიკოსებთან შეხვედრებისგან, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან დესტრუქციული ქმედებებისთვის, ნათქვამია პარტია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოდის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები: გაბრელიუს ლანდსბერგისი (ლიეტუვა), მარგუს ცანკა (ესტონეთი), ტორდის გილფადოტრი (ისლანდია) და ბაიბა ბრაზე (ლატვია), ასევე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი.
„მათ მიერ ოფიციალურად გაცხადებულია, თითქოს ჩვენს ქვეყანაში მათი სტუმრობის მიზანი ქვეყნის „დასავლური კურსის“ მხარდაჭერაა, რეალურად კი ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ეს ადამიანები ღიად უჭერენ მხარს „ნაციონალურ მოძრაობას" და თავს ესხმიან საქართველოს ხელისუფლებას. ამის დამადასტურებელი ფაქტები მრავლად მოიძებნება... მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციისთვის ჩამოსულ პოლიტიკოსებთან შეხვედრისგან", - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა.
დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებების მაგალითები:
გაბრელიუს ლანდსბერგისი: „სააკაშვილის გაშვება საზღვარგარეთ სამკურნალოდ, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა მისთვის, მისი ოჯახისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის
მაიკლ როთი: „საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ცოტა გააკეთა იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა“;
ჯეიმს ო’ბრაიენი: „საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებიც რუსეთის სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით პრობლემებს იწვევენ“;
ჟიგიმანტას პავილიონისი: „დემოკრატია საფრთხეშია, ივანიშვილის რეჟიმმა უნდა გადაიხადოს“.
„ეს არის სრულიად არაევროპული თავდასხმები საქართველოს კანონიერ ხელისუფლებაზე, თუმცა ხსენებული განცხადებები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ამ ადამიანებს აქვთ ნათქვამი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესზე", - განაცხადა სუბარმა.
აშკარაა, რომ მათი მიზანი საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობა, პოლიტიკური პროცესისა და საზოგადოების პოლარიზება და რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაა, დასძინა პოლიტიკოსმა.
„როდესაც საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა კანონის პროექტი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ, იმთავითვე ითქვა, რომ კანონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და გაძლიერებაა", - განაცხადა სუბარმა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა. ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
13 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რეზონანსული კანონპროექტი, რომლის გამოც თითქმის ერთი თვეა თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, მესამე მოსმენით რამდენიმე წუთში მიიღო.
სხდომა ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა. მომიტინგეები სკანდირებდნენ „მონებო“ და კანონპროექტის გაწვევას მოითხოვდნენ, რომელსაც ისინი „რუსულ კანონს“ უწოდებენ. აქციაში მონაწილეობდნენ ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და კანონპროექტის სხვა ოპონენტები.
ყველა ახალი ამბავი
0