https://sputnik-georgia.com/20240513/parlamentis-ukana-teritoria-samartaldamcvelebma-daikaves-287881625.html
პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებული ტერიტორია სამართალდამცველებმა დაიკავეს
პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებული ტერიტორია სამართალდამცველებმა დაიკავეს
Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრში სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული 13.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-13T07:11+0400
2024-05-13T07:11+0400
2024-05-13T07:11+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0d/287876512_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_be9a927bef44e8920da7cbd321f5e247.jpg
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საპოლიციო ძალებმა ჩიტაძის ქუჩა და პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებისგან სრულად გაათავისუფლეს. ორშაბათს, 09:00 საათზე დაიწყება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც სადავო კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა იგეგმება. პლენარული სხდომა სამშაბათს, 14 მაისს არის ჩანიშნული.პარლამენტის შენობასთან ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი. სამართალდამცველებმა დაიკავეს პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებული სკვერიც - ამ დროისთვის ჭიჭინაძის ქუჩის მომიტინგეებისგან გათავისუფლება მიმდინარეობს.აქციის მონაწილეებს შორის არიან პოლიტიკოსები, მათ შორის პარლამენტის დეპუტატები. ისინი ძალოვანების ქმედებებს უკანონოს უწოდებენ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ.აქცია კვირას, 22:00 საათზე დაიწყო. ამ დრომდე აქციაზე ინციდენტი არ მომხდარა.კვირას, საღამოს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიმართა და მათ კანონის დაცვისკენ მოუწოდა - არ მოახდინონ პარლამენტის შესასვლელ-გამოსასვლელების ბლოკირება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდამრღვევ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უწყება სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლს ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აამოქმედებს - 222-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხ წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0d/287876512_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_53ccced223f5c5da94a2f8b7c6176338.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებული ტერიტორია სამართალდამცველებმა დაიკავეს
თბილისის ცენტრში სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საპოლიციო ძალებმა ჩიტაძის ქუჩა და პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებისგან სრულად გაათავისუფლეს.
ორშაბათს, 09:00 საათზე დაიწყება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც სადავო კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა იგეგმება. პლენარული სხდომა სამშაბათს, 14 მაისს არის ჩანიშნული.
პარლამენტის შენობასთან ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი. სამართალდამცველებმა დაიკავეს პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებული სკვერიც - ამ დროისთვის ჭიჭინაძის ქუჩის მომიტინგეებისგან გათავისუფლება მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს შორის არიან პოლიტიკოსები, მათ შორის პარლამენტის დეპუტატები. ისინი ძალოვანების ქმედებებს უკანონოს უწოდებენ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ.
აქცია კვირას, 22:00 საათზე დაიწყო. ამ დრომდე აქციაზე ინციდენტი არ მომხდარა.
კვირას, საღამოს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიმართა და მათ კანონის დაცვისკენ მოუწოდა - არ მოახდინონ პარლამენტის შესასვლელ-გამოსასვლელების ბლოკირება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდამრღვევ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.
დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უწყება სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლს ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აამოქმედებს - 222-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხ წლამდე ვადით.