რამდენი პატიმარია საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerრუსტავის ციხე
რუსტავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2024
გამოწერა
მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ქსნის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2024 წლის 1 აპრილის მონაცემებით, 9.857 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 366 ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
1 მარტისთვის პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,27% შეადგინა. საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 3,8 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის. 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოში არსებული 13 საპატიმრო ადგილი 82,9%-ით იყო შევსებული.
მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობიდან განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 18,6% - ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 42 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 66 პირი.
მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ქსნის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.
ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 172 პატიმარია და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
2024 წლის 1 აპრილისთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 55 ქვეყნის 887 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 8,7%-ს შეადგენს. ამასთან 608 პირი უკვე გასამართლებულია სხვადასხვა დანაშაულებისთვის.
უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია, თუმცა ქართულ საპატიმროებში უცხო ქვეყნის მოქალაქე 1 არასრულწლოვანი და 84 ქალი იმყოფება. საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც ბრალდებული არიან ან სასჯელს იხდიან, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და სომხეთის მოქალაქეები.
ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები
ციხეებში მყოფების გარდა, 24,8 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,1 ათასი ქალი და 129 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 476 უცხოელი 35 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.
ყველა ახალი ამბავი
0