https://sputnik-georgia.com/20240512/globaluri-omis-partia-da-misi-msxverpli-kobaxizis-mosazreba-287873696.html
„გლობალური ომის პარტია“ და მისი მთავარი მსხვერპლი: პრემიერ-მინისტრის მოსაზრება
„გლობალური ომის პარტია“ და მისი მთავარი მსხვერპლი: პრემიერ-მინისტრის მოსაზრება
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირზე დამანგრეველი გავლენის დასტურად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება დაასახელა. 12.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-12T23:47+0400
2024-05-12T23:47+0400
2024-05-12T23:47+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/02/283943050_0:55:3212:1862_1920x0_80_0_0_5a5a8665278edcc5e2f8c2c3b96a47f3.jpg
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ევროკავშირი არის „გლობალური ომის პარტიის“ ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი, რომლის უკანაც კონკრეტული ქვეყანა დგას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მანამდე განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირზე დამანგრეველი გავლენის დასტურად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება დაასახელა.რაც შეეხება „გლობალური ომის პარტიის“ უკან მდგარი ძალების დაკონკრეტებას, მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ძალების საჯაროდ ხსენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას.„ვინ არიან ეს ძალები? ეს ბევრმა იცის. ჩვენ ამაზე ვერ ვისაუბრებთ. ეს იმდენად დელიკატური საკითხია, რომ მასზე საჯარო საუბარმა შეიძლება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას პრობლემა შეუქმნას. ეროვნულ უსაფრთხოებას ასეთი რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ საუბარია კონკრეტულ ძალაზე.„ქართული ოცნების“ განცხადებით, გლობალური ომის პარტია – ესაა წონიანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩართვას, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ქართულ ოცნებაში“ „ლოკალურ ომის პარტიას“ უწოდებენ.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/02/283943050_282:0:3013:2048_1920x0_80_0_0_b6dd382052eb649695ad78324145f074.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები, ირაკლი კობახიძე
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები, ირაკლი კობახიძე
„გლობალური ომის პარტია“ და მისი მთავარი მსხვერპლი: პრემიერ-მინისტრის მოსაზრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირზე დამანგრეველი გავლენის დასტურად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება დაასახელა.
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ევროკავშირი არის „გლობალური ომის პარტიის“ ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი, რომლის უკანაც კონკრეტული ქვეყანა დგას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მანამდე განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია.
„პირდაპირ ვიტყვი, რომ აქ საუბარი არ მიდის ქვეყანაზე, უკვე რამდენჯერმე ვთქვი და გავიმეორებ, რომ მხედველობაში არ მაქვს ევროკავშირი ან აშშ. პირიქით, ევროკავშირი არის ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი ამ ძალების“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირზე დამანგრეველი გავლენის დასტურად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება დაასახელა.
რაც შეეხება „გლობალური ომის პარტიის“ უკან მდგარი ძალების დაკონკრეტებას, მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ძალების საჯაროდ ხსენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას.
„ვინ არიან ეს ძალები? ეს ბევრმა იცის. ჩვენ ამაზე ვერ ვისაუბრებთ. ეს იმდენად დელიკატური საკითხია, რომ მასზე საჯარო საუბარმა შეიძლება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას პრობლემა შეუქმნას. ეროვნულ უსაფრთხოებას ასეთი რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ საუბარია კონკრეტულ ძალაზე.
„ქართული ოცნების“ განცხადებით, გლობალური ომის პარტია – ესაა წონიანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩართვას, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ქართულ ოცნებაში“ „ლოკალურ ომის პარტიას“ უწოდებენ.