https://sputnik-georgia.com/20240511/trefikingi-zarcva-da-sazrvris-ukanono-kveta-dakavebulia-danasaiulebrivi-dajgufebis-15-wevri-287850166.html
ტრეფიკინგი, ძარცვა და საზღვრის უკანონო კვეთა: დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი
ტრეფიკინგი, ძარცვა და საზღვრის უკანონო კვეთა: დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი
Sputnik საქართველო
როგორც შსს-ს ვიდეოდან ჩანს, დაკავებულები ბოშები არიან 11.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-11T11:49+0400
2024-05-11T11:49+0400
2024-05-11T11:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24039/76/240397662_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_83bac486ebc44e623450f648d09aa9de.jpg
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს მასშტაბით დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 16-დან 63 წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები არიან.კერძოდ, არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულია უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე, ხოლო ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული ძარცვის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზე კი დაკავებულია საქართველოს და უცხო ქვეყნის 8 მოქალაქე.გამოძიების მიხედვით, საქართველოში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა არასრულწლოვანთა ვაჭრობის სქემა შეიმუშავეს. ისინი არასრულწლოვან შვილებს სხვადასხვა ქალაქში აიძულებდნენ ეთხოვათ მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდნენ.გარდა ამისა, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს. ბრალდებულები თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე დროის სხვადასხვა მონაკვეთში საქართველოში ჩამოსული ტურისტების კუთვნილ ფულად თანხებს ეუფლებოდნენ.უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს უკანონოდ და საქართველოში იმყოფებოდნენ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე სეკუნდა, 178-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24039/76/240397662_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_e79dd873e41c1c072ba565045816cd87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ტრეფიკინგი, ძარცვა და საზღვრის უკანონო კვეთა: დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი
როგორც შსს-ს ვიდეოდან ჩანს, დაკავებულები ბოშები არიან
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს მასშტაბით დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 16-დან 63 წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები არიან.
კერძოდ, არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულია უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე, ხოლო ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული ძარცვის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზე კი დაკავებულია საქართველოს და უცხო ქვეყნის 8 მოქალაქე.
გამოძიების მიხედვით, საქართველოში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა არასრულწლოვანთა ვაჭრობის სქემა შეიმუშავეს. ისინი არასრულწლოვან შვილებს სხვადასხვა ქალაქში აიძულებდნენ ეთხოვათ მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდნენ.
„იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანები არ დაემორჩილებოდნენ ბრალდებულების მოთხოვნებს, ისინი მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და იძულებულს ხდიდნენ დამორჩილებოდნენ მათ მითითებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს. ბრალდებულები თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე დროის სხვადასხვა მონაკვეთში საქართველოში ჩამოსული ტურისტების კუთვნილ ფულად თანხებს ეუფლებოდნენ.
უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს უკანონოდ და საქართველოში იმყოფებოდნენ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე სეკუნდა, 178-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.