https://sputnik-georgia.com/20240511/samxedro-blogers-aramarto-airsoftis-iarari-armoacnda-sss-287846419.html
სამხედრო ბლოგერს არამარტო აირსოფტის იარაღი აღმოაჩნდა - შსს
სამხედრო ბლოგერს არამარტო აირსოფტის იარაღი აღმოაჩნდა - შსს
Sputnik საქართველო
პოლიციამ ბლოგერის ბინაში ამოიღო დაახლოებით 10 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდები, ასევე სხვა საბრძოლო მასალა 11.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-11T01:39+0400
2024-05-11T01:39+0400
2024-05-11T01:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/03/279199050_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_013080bcf77cac9bba01a7788482b198.jpg
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის ბინიდან ამოღებული ყველა იარაღი და საბრძოლო მასალა ექსპერტიზაზე გადაიგზავნა, მათ შორის არის საბრძოლო ვაზნებიც, ნათქვამია შსს-ს კომენტარში.იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე კიბერშეტევის საქმის ფარგლებში პოლიციამ 10 მაისს ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინა, ჩხრეკის შემდეგ აბაშიძე დააკავეს.შსს-ში აცხადებენ, რომ ამოღებულ იარაღებს შორის არის აირსოფტის იარაღებიც, მაგრამ ყველა დეტალს ექსპერტიზა დაადგენს.შსს-ს მონაცემებით, პოლიცია ატარებდა ჩხრეკას სახელმწიფო სტრუქტურების ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას.ერთ-ერთი ბინა, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა, უჩა აბაშიძეს ეკუთვნის. როგორც ვიდეოზე ჩანს, პოლიციამ ბლოგერის ბინაში აღმოაჩინა დაახლოებით 10 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.აბაშიძის წინააღმდეგ საქმის გამოძიება მიმდინარეობს როგორც იარაღის შენახვის, ისე იუსტიციის სამინისტროს და პარლამენტის საიტების გატეხვის ფაქტებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/03/279199050_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_f06a700688dbaebf54848dbf728d8f31.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
სამხედრო ბლოგერს არამარტო აირსოფტის იარაღი აღმოაჩნდა - შსს
პოლიციამ ბლოგერის ბინაში ამოიღო დაახლოებით 10 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდები, ასევე სხვა საბრძოლო მასალა
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის ბინიდან ამოღებული ყველა იარაღი და საბრძოლო მასალა ექსპერტიზაზე გადაიგზავნა, მათ შორის არის საბრძოლო ვაზნებიც, ნათქვამია შსს-ს კომენტარში.
იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე კიბერშეტევის საქმის ფარგლებში პოლიციამ 10 მაისს ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინა, ჩხრეკის შემდეგ აბაშიძე დააკავეს.
„გვესმის ცალკეული სპეკულაციები გუშინ პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირთან დაკავშირებით, ამიტომ კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული პირის საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა მათ შორის არაერთი საბრძოლო ვაზნა“, - აცხადებენ უწყებაში.
შსს-ში აცხადებენ, რომ ამოღებულ იარაღებს შორის არის აირსოფტის იარაღებიც, მაგრამ ყველა დეტალს ექსპერტიზა დაადგენს.
შსს-ს მონაცემებით, პოლიცია ატარებდა ჩხრეკას სახელმწიფო სტრუქტურების ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას.
ერთ-ერთი ბინა, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა, უჩა აბაშიძეს ეკუთვნის. როგორც ვიდეოზე ჩანს, პოლიციამ ბლოგერის ბინაში აღმოაჩინა დაახლოებით 10 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
აბაშიძის წინააღმდეგ საქმის გამოძიება მიმდინარეობს როგორც იარაღის შენახვის, ისე იუსტიციის სამინისტროს და პარლამენტის საიტების გატეხვის ფაქტებზე.