https://sputnik-georgia.com/20240509/saqartvelosi-sastumroebsi-gantavsebaze-motxovna-semcirda-287829733.html
საქართველოში სასტუმროებში განთავსებაზე მოთხოვნა შემცირდა
საქართველოში სასტუმროებში განთავსებაზე მოთხოვნა შემცირდა
Sputnik საქართველო
მოთხოვნის შემცირებასთან ერთად განთავსებაზე ფასებიც შემცირდა, ამტკიცებენ ანალიტიკოსები 09.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-09T14:56+0400
2024-05-09T14:56+0400
2024-05-10T04:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/18/249539745_0:99:3288:1949_1920x0_80_0_0_61db26f2955e4fb6b3a37041d198a66d.jpg
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. 2024 წლის პირველ კვარტალში Airbnb-ზე თბილისისა და ბათუმის სასტუმროებში განთავსებაზე მოთხოვნამ იკლო, ნათქვამია ანალიტიკური კომპანია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.მესტია ყურადღების ცენტრშია: ტურიზმი იკლებს, აეროპორტი კი ფართოვდება>>კერძოდ, პირველ კვარტალში Airbnb-ზე თბილისში დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა წლიურად 3,1%-ით შემცირდა და 120,7 ათასი ჯავშანი შეადგინა.შედარებით მკვეთრი, 30,2%-იანი ვარდნაა ბათუმის შემთხვევაში - პირველ კვარტალში 42,9 ათასი ჯავშანი განთავსდა.მოთხოვნასთან ერთად შემცირდა ფასებიც. ერთი ღამით განთავსების ღირებულება Airbnb-ზე განთავსებულ სასტუმროში თბილისში საშუალოდ 54 დოლარია, რაც წლიურად 6%-ით შემცირებული ფასია, ხოლო ბათუმში ფასი 14%-ით შემცირდა - 37 დოლარი.საინვესტიციო ბანკის მიმოხილვის თანახმად, ქვეყანაში მზარდია განთავსების ადგილების რაოდენობა და დატვირთულობა. სასტუმროების რაოდენობა წლიურად 0,3%-ით, 1.188 ერთეულამდე, ხოლო ნომრების რაოდენობა 1,6%-ით, 35.875-მდე გაიზარდა.სასტუმროს ნომრების დიდი ნაწილი თბილისსა (36,5%) და აჭარაშია (30,4%) კონცენტრირებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/18/249539745_279:0:3010:2048_1920x0_80_0_0_6bef56ed9f15da7058e1e8d7ad3964cc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
საქართველოში სასტუმროებში განთავსებაზე მოთხოვნა შემცირდა
14:56 09.05.2024 (განახლებულია: 04:31 10.05.2024) მოთხოვნის შემცირებასთან ერთად განთავსებაზე ფასებიც შემცირდა, ამტკიცებენ ანალიტიკოსები
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. 2024 წლის პირველ კვარტალში Airbnb-ზე თბილისისა და ბათუმის სასტუმროებში განთავსებაზე მოთხოვნამ იკლო, ნათქვამია ანალიტიკური კომპანია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
კერძოდ, პირველ კვარტალში Airbnb-ზე თბილისში დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა წლიურად 3,1%-ით შემცირდა და 120,7 ათასი ჯავშანი შეადგინა.
შედარებით მკვეთრი, 30,2%-იანი ვარდნაა ბათუმის შემთხვევაში - პირველ კვარტალში 42,9 ათასი ჯავშანი განთავსდა.
მოთხოვნასთან ერთად შემცირდა ფასებიც. ერთი ღამით განთავსების ღირებულება Airbnb-ზე განთავსებულ სასტუმროში თბილისში საშუალოდ 54 დოლარია, რაც წლიურად 6%-ით შემცირებული ფასია, ხოლო ბათუმში ფასი 14%-ით შემცირდა - 37 დოლარი.
საინვესტიციო ბანკის მიმოხილვის თანახმად, ქვეყანაში მზარდია განთავსების ადგილების რაოდენობა და დატვირთულობა. სასტუმროების რაოდენობა წლიურად 0,3%-ით, 1.188 ერთეულამდე, ხოლო ნომრების რაოდენობა 1,6%-ით, 35.875-მდე გაიზარდა.
სასტუმროს ნომრების დიდი ნაწილი თბილისსა (36,5%) და აჭარაშია (30,4%) კონცენტრირებული.