https://sputnik-georgia.com/20240509/saqartvelos-pirvelma-pirebma-meore-msoflio-omsi-darupulta-xsovnas-pativi-miages-287831136.html
საქართველოს პირველმა პირებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს პირველმა პირებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს
Sputnik საქართველო
9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. 09.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-09T16:01+0400
2024-05-09T16:01+0400
2024-05-10T04:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/09/287814964_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_fe5cb46efc8ba7fb73af5069691bf26a.jpg
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველო პარლამენტის თავმჯომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ .მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა.ქვეყნის პირველმა პირებმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.დღეისათვის საქართველოში 66 ვეტერანი ცხოვრობს, შარშან ეს რიცხვი 116-ს შეადგენდა.საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/09/287814964_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_9f9962f2c7dc901841954cf3ff2bb9bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , კახა კალაძე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , კახა კალაძე
საქართველოს პირველმა პირებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს
16:01 09.05.2024 (განახლებულია: 04:31 10.05.2024) 9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ.
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველო პარლამენტის თავმჯომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.
9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ .მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა.
ქვეყნის პირველმა პირებმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
დღეისათვის საქართველოში 66 ვეტერანი ცხოვრობს, შარშან ეს რიცხვი 116-ს შეადგენდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.