https://sputnik-georgia.com/20240509/darciasvili-saqartvelos-momavali-evrokavsirsia-da-amas-alternativa-ar-gaacnia-287832265.html
დარჩიაშვილი: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია
დარჩიაშვილი: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია
Sputnik საქართველო
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აუცილებლად მიიღწევა, აღნიშნა მინისტრმა. 09.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-09T17:18+0400
2024-05-09T17:18+0400
2024-05-10T04:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/01/248380130_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_1fe9a2aa922294097d39559bb35e6aa9.jpg
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებული დასრულებისთვის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.მისი თქმით, ევროპის დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების და კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეები ზეიმობენ ერთიანობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას.ევროპის დღე არის ყოველწლიური ერთობის დღესასწაული ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს წევრ ქვეყნებში. არსებობს ევროპის ორი სხვადასხვა დღე, რომელიც აღინიშნება 5 და 9 მაისს. გარდა ამისა, 9 მაისს საქართველო ტრადიციულად აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.„დღევანდელი დღე მრავალ სახელმწიფოს აერთიანებს ერთიანი ღირებულების გარშემო და გვახსენებს საერთო მიღწევებს მშვიდობის განმტკიცების, ინსტიტუციური განვითარების, ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისა და ინკლუზიური და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბების მიმართულებით. სწორედ ამ საერთო ფასეულობებს ეფუძნება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაც, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აუცილებლად მიიღწევა, აღნიშნა მინისტრმა.როგორც ქვეყნის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ თავის საკონსტიტუციო ვალდებულებად აქცია.მისი თქმით, ამ გზაზე უმნიშვნელოვანეს წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რომელმაც ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ დონეზე აიყვანა და საქართველოს ევროინტეგრაცია შეუქცევად პროცესად აქცია.თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ევროპულ ქვეყნებს სურთ იხილონ საქართველო თავისი ოჯახის ნაწილად.მისი თქმით, საქართველო პირველად აღნიშნავს ევროპის დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. „ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე“, - აღნიშნა დიპლომატმა.მისი თქმით, წლის ბოლოს ევროპული საბჭო გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო მომდევნო ნაბიჯს წევრობისკენ.„საქართველოსთვის მიზანია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ისარგებლოს წევრობის ყველა პრივილეგიით და ასევე ამ წევრობიდან გამომდინარე ყველა პასუხისმგებლობა იკისროს. ამისთვის საქართველომ ევროკავშირის ღირებულებების ძლიერი ერთგულება უნდა გამოავლინოს და საჭირო რეფორმები განახორციელოს“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ასეთი შესაძლებლობა სწორედ ახლა არსებობს. „არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! გელოდებით“, - აღმნიშნა ჰერჩინსკიმ.საქართველოს არაერთმა საერთაშორისო პარტნიორმა აშშ-სა და ევროკავშირში განაცხადეს, რომ საქართველოს შემდგომი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საფრთხის ქვეშაა, მიზეზი კი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სურვილია მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.„ქართულმა ოცნებამ" სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/01/248380130_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_2dbb3d00474c1c4b154831dc8a2e82ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
დარჩიაშვილი: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია
17:18 09.05.2024 (განახლებულია: 04:32 10.05.2024) საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აუცილებლად მიიღწევა, აღნიშნა მინისტრმა.
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებული დასრულებისთვის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
„საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ განვაგრძობთ ყოვლისმომცველი, მომავალზე ორიენტირებული ევროპული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას და მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი წარმატებით დასრულდება, რაც ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ საქართველოს აღიარების ტოლფასია“, - განაცხად დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, ევროპის დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების და კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეები ზეიმობენ ერთიანობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას.
ევროპის დღე არის ყოველწლიური ერთობის დღესასწაული ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს წევრ ქვეყნებში. არსებობს ევროპის ორი სხვადასხვა დღე, რომელიც აღინიშნება 5 და 9 მაისს. გარდა ამისა, 9 მაისს საქართველო ტრადიციულად აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.
„დღევანდელი დღე მრავალ სახელმწიფოს აერთიანებს ერთიანი ღირებულების გარშემო და გვახსენებს საერთო მიღწევებს მშვიდობის განმტკიცების, ინსტიტუციური განვითარების, ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისა და ინკლუზიური და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბების მიმართულებით. სწორედ ამ საერთო ფასეულობებს ეფუძნება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაც, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აუცილებლად მიიღწევა, აღნიშნა მინისტრმა.
როგორც ქვეყნის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ თავის საკონსტიტუციო ვალდებულებად აქცია.
მისი თქმით, ამ გზაზე უმნიშვნელოვანეს წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რომელმაც ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ დონეზე აიყვანა და საქართველოს ევროინტეგრაცია შეუქცევად პროცესად აქცია.
თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ევროპულ ქვეყნებს სურთ იხილონ საქართველო თავისი ოჯახის ნაწილად.
„ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს. დარჩით ევროკავშირის გზაზე და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, საქართველო პირველად აღნიშნავს ევროპის დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. „ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე“, - აღნიშნა დიპლომატმა.
მისი თქმით, წლის ბოლოს ევროპული საბჭო გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო მომდევნო ნაბიჯს წევრობისკენ.
„საქართველოსთვის მიზანია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ისარგებლოს წევრობის ყველა პრივილეგიით და ასევე ამ წევრობიდან გამომდინარე ყველა პასუხისმგებლობა იკისროს. ამისთვის საქართველომ ევროკავშირის ღირებულებების ძლიერი ერთგულება უნდა გამოავლინოს და საჭირო რეფორმები განახორციელოს“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ასეთი შესაძლებლობა სწორედ ახლა არსებობს. „არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! გელოდებით“, - აღმნიშნა ჰერჩინსკიმ.
საქართველოს არაერთმა საერთაშორისო პარტნიორმა აშშ-სა და ევროკავშირში განაცხადეს, რომ საქართველოს შემდგომი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საფრთხის ქვეშაა, მიზეზი კი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სურვილია მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.