https://sputnik-georgia.com/20240506/ramdeni-milioni-larit-seavses-biujeti-mzrolebma-287773610.html
რამდენი მილიონი ლარით შეავსეს მძღოლებმა ბიუჯეტი 2024 წლის პირველ სამ თვეში
რამდენი მილიონი ლარით შეავსეს მძღოლებმა ბიუჯეტი 2024 წლის პირველ სამ თვეში
Sputnik საქართველო
ჯარიმები მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10 ლარიდან იწყება. 06.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-06T17:10+0400
2024-05-06T17:10+0400
2024-05-06T17:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ვითარება გზებზე
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486575_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_cedb36d630f4cf151fca146ac259bfbe.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მძღოლებზე, რომელთა დარღვევებიც გზებზე ე.წ. „ჭკვიანმა კამერებმა" დააფიქსირეს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მთლიანობაში 45,2 მლნ ლარის ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საანგარიშო პერიოდში ვიდეოკამერებმა 748,2 ათასი დარღვევა დააფიქსირეს, აქედან 358,3 ათასი – თბილისში.ჯარიმები მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10 ლარიდან იწყება. მძღოლებს, რომლებიც 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდიან რაიმე სახის დარღვევისთვის დაფიქსირებულ ვიდეოჯარიმას, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდებათ. ამ ფასდაკლებით სულ ექვსი თვის მანძილზე ისარგებლა 349 ათასმა მძღოლმა. ბიუჯეტში შევიდა 15,2 მლნ ლარი.ამ დროისათვის საქართველოს ტერიტორიაზე 7379 ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, რომლებიც შსს-ს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 5079 არის ზოგადი ხედვის, 2300 - კი ნომერის ამომცნობი კამერაა.საქართველოში ჯარიმების ადმინისტრირების გამარტივების მიზნით 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა შეტყობინების ახალი სისტემა. ვიდეოჯარიმები შსს-ს ვებ-გვერდზე ქვეყნდება. ამასთან ადგილობრივი ავტომფლობელები იღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას და უწყებას რეგისტრაციის მისამართზე. ჯარიმის დაფიქსირებისთანავე სამართალდამრღვევს დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება, სადაც დეტალურად არის აღწერილი დარღვევის ადგილი, დრო, გადახდის ვადები და პროცედურები.2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოში საგზაო წესების დარღვევისთვის სასჯელი რამდენჯერმე გამკაცრდა. მოქმედებს ე.წ. ქულების სისტემა – მართვის მოწმობას ერიცხება 100 ქულა, რომელიც დარღვევის ჩადენის შემთხვევაში მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ერთი წლით ჩამოართმევენ. ქულების სისტემა ვიდეოჯარიმებზე არ ვრცელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486575_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_cef1e356d6ee8556a2961ce2ca151f5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ვითარება გზებზე, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ვითარება გზებზე, საზოგადოება
რამდენი მილიონი ლარით შეავსეს მძღოლებმა ბიუჯეტი 2024 წლის პირველ სამ თვეში
ჯარიმები მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10 ლარიდან იწყება.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მძღოლებზე, რომელთა დარღვევებიც გზებზე ე.წ. „ჭკვიანმა კამერებმა" დააფიქსირეს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მთლიანობაში 45,2 მლნ ლარის ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საანგარიშო პერიოდში ვიდეოკამერებმა 748,2 ათასი დარღვევა დააფიქსირეს, აქედან 358,3 ათასი – თბილისში.
ჯარიმები მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10 ლარიდან იწყება. მძღოლებს, რომლებიც 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდიან რაიმე სახის დარღვევისთვის დაფიქსირებულ ვიდეოჯარიმას, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდებათ. ამ ფასდაკლებით სულ ექვსი თვის მანძილზე ისარგებლა 349 ათასმა მძღოლმა. ბიუჯეტში შევიდა 15,2 მლნ ლარი.
ამ დროისათვის საქართველოს ტერიტორიაზე 7379 ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, რომლებიც შსს-ს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 5079 არის ზოგადი ხედვის, 2300 - კი ნომერის ამომცნობი კამერაა.
საქართველოში ჯარიმების ადმინისტრირების გამარტივების მიზნით 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა შეტყობინების ახალი სისტემა. ვიდეოჯარიმები შსს-ს ვებ-გვერდზე ქვეყნდება. ამასთან ადგილობრივი ავტომფლობელები იღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას და უწყებას რეგისტრაციის მისამართზე. ჯარიმის დაფიქსირებისთანავე სამართალდამრღვევს დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება, სადაც დეტალურად არის აღწერილი დარღვევის ადგილი, დრო, გადახდის ვადები და პროცედურები.
2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოში საგზაო წესების დარღვევისთვის სასჯელი რამდენჯერმე გამკაცრდა. მოქმედებს ე.წ. ქულების სისტემა – მართვის მოწმობას ერიცხება 100 ქულა, რომელიც დარღვევის ჩადენის შემთხვევაში მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ერთი წლით ჩამოართმევენ. ქულების სისტემა ვიდეოჯარიმებზე არ ვრცელდება.