ორმაგი სტანდარტები დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის - დეპუტატი დასავლელ პარტნიორებზე

© Courtesy of Parliament of Georgiaსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2024
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება პარტნიორების კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება დაიწყო.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ და მზად არიან ცივილიზებული კავშირები ერთჯერადი მიზნის მისაღწევად გაწირონ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება პარტნიორების კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება დაიწყო. გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
„რატომ ვეუბნებით ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, რომ არ ჰქონდეთ ორმაგი სტანდარტი ჩვენთან ურთიერთობაში?! იმიტომ, რომ ის, რაც მკაცრად არის აკრძალული და კანონით დასჯადია მათ ქვეყანაში ჩვენთან, თურმე, არ შეიძლება - ეს არის ორმაგი სტანდარტი. საბოლოო ჯამში, ამ ფუნდამენტურ ურთიერთობას აზიანებენ. ერთჯერადი მიზნის მიღწევის გულისთვის მზად არიან, ეს ურთიერთობა, ეს ცივილიზაციური კავშირები დააზიანონ, ამიტომაც მოვუწოდებთ, რომ ორმაგი სტანდარტებით საქართველოსთან ურთიერთობა დამაზიანებელია", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
თბილისში საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება, თუმცა 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს, ბოთლებს და კვამლის ბომბებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
კონფლიქტი „გამჭვირვალობის“ კანონის გამო ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო>>
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სინანულით აღნიშნა, რომ არც ერთმა საელჩომ არ დაგმო აქციის მონაწილეების თავდასხმა საკანონმდებლო ორგანოს შენობაზე და მეტიც, ამას მშვიდობიანი პროტესტი უწოდა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
ყველა ახალი ამბავი
0