https://sputnik-georgia.com/20240504/konfliqti-gamwvirvalobis-kanonis-gamo-xvica-kvaracxeliasac-seexo-287755038.html
კონფლიქტი „გამჭვირვალობის“ კანონის გამო ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო
კონფლიქტი „გამჭვირვალობის“ კანონის გამო ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო
Sputnik საქართველო
სახელოვან ფეხბურთელს სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფა მიაყენეს მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა თავისი პოზიცია გააჟღერა 04.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-04T22:56+0400
2024-05-04T22:56+0400
2024-05-04T22:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
სპორტი
კახა კალაძე
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/1a/287045527_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_3f681ebee2d1cef7c72bd20d6808ce8d.jpg
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის კონფლიქტმა სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა და ცნობად სახეებსაც შეეხო - ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია თავდასხმების მსხვერპლი გახდა.პოლიციის ფორმის ჩაცმას გეგმავდნენ: შსს-მ თბილისში აქციის მონაწილეების გეგმები გახსნა>>ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ამასთან დაკავშირებით, კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ თბილისში აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება. სოციალურ ქსელებში კი სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები საჯარო პირების მიმართ, გამოხატონ თავიანთი აზრი კანონპროექტთან დაკავშირებით.მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით, აღნიშნა ფეხბურთელმა.ხვიჩა კვარაცხელიას პოსტმა გააბრაზა პროექტის ოპონენტები, რომლებმაც შეურაცხმყოფელი კომენტარების წერა და ფეხბურთელზე უარყოფითი მემების გამოქვეყნება დაიწყეს. ამ ფაქტმა თბილისის მერისა და ყოფილი ფეხბურთელის კახა კალაძეს აღშფოთება გამოიწვია.„ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია“- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა. სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია“, - დაწერა კალაძემ.მისი თქმით, რადიკალური დაჯგუფებები ქვეყნის მტრის ხატის შექმნას ცდილობენ.„ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად. ხვიჩას განცხადება მკაფიოა - ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები“, - დაწერა კალაძემ.სადავო კანონპროექტი„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.მომიტინგეები „რუსული კანონის“ გაწვევას მოითხოვენ და მის მხარდამჭერ დეპუტატებს „მონებს“ უწოდებენ. 15 აპრილიდან ისინი თბილისში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მართავენ. 30 აპრილსა და 1 მაისს, როდესაც კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილებოდა, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა.მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/1a/287045527_0:0:1138:853_1920x0_80_0_0_0faa39ac1ffd6f6add040f6aa49cc7ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, სპორტი, კახა კალაძე , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, სპორტი, კახა კალაძე , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კონფლიქტი „გამჭვირვალობის“ კანონის გამო ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო
სახელოვან ფეხბურთელს სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფა მიაყენეს მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა თავისი პოზიცია გააჟღერა
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის კონფლიქტმა სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა და ცნობად სახეებსაც შეეხო - ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია თავდასხმების მსხვერპლი გახდა.
ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ამასთან დაკავშირებით, კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ თბილისში აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება. სოციალურ ქსელებში კი სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები საჯარო პირების მიმართ, გამოხატონ თავიანთი აზრი კანონპროექტთან დაკავშირებით.
„ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს! არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მითუმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება“, - დაწერა ხვიჩამ.
მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით, აღნიშნა ფეხბურთელმა.
ხვიჩა კვარაცხელიას პოსტმა გააბრაზა პროექტის ოპონენტები, რომლებმაც შეურაცხმყოფელი კომენტარების წერა და ფეხბურთელზე უარყოფითი მემების გამოქვეყნება დაიწყეს. ამ ფაქტმა თბილისის მერისა და ყოფილი ფეხბურთელის კახა კალაძეს აღშფოთება გამოიწვია.
„ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია“- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა. სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია“, - დაწერა კალაძემ.
მისი თქმით, რადიკალური დაჯგუფებები ქვეყნის მტრის ხატის შექმნას ცდილობენ.
„ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად. ხვიჩას განცხადება მკაფიოა - ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები“, - დაწერა კალაძემ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
მომიტინგეები „რუსული კანონის“ გაწვევას მოითხოვენ და მის მხარდამჭერ დეპუტატებს „მონებს“ უწოდებენ. 15 აპრილიდან ისინი თბილისში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მართავენ. 30 აპრილსა და 1 მაისს, როდესაც კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილებოდა, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.