https://sputnik-georgia.com/20240503/saqartvelos-prezidentma-25-msjavrdebuli-seiwyala-287741610.html
საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომოდ 25 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომოდ 25 მსჯავრდებული შეიწყალა
Sputnik საქართველო
გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ პრეზიდენტი ერთპიროვნულად იღებს. 03.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-03T19:05+0400
2024-05-03T19:05+0400
2024-05-03T19:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005328_1298:0:4528:1817_1920x0_80_0_0_f612ce80fd01b5ed2746c038816bba94.jpg
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 4 ქალი მსჯავრდებულია. 7 მსჯავრდებულს, მათ შორის ერთ ქალ მსჯავრდებულს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.შეწყალების უფლება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ სახელმწიფოს მეთაური ერთპიროვნულად იღებს. შეწყალება შეიძლება შეეხოს ნებისმიერ მსჯავრდებულს, რომელსაც სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005328_2105:0:4528:1817_1920x0_80_0_0_a12d2f42ff0f3d586ba3a16b1645f74a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ადამიანის უფლებები საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომოდ 25 მსჯავრდებული შეიწყალა
გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ პრეზიდენტი ერთპიროვნულად იღებს.
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.
16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 4 ქალი მსჯავრდებულია. 7 მსჯავრდებულს, მათ შორის ერთ ქალ მსჯავრდებულს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
„შეწყალების აქტი შეეხო ასევე 2 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეწყალების უფლება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ სახელმწიფოს მეთაური ერთპიროვნულად იღებს. შეწყალება შეიძლება შეეხოს ნებისმიერ მსჯავრდებულს, რომელსაც სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენი.