https://sputnik-georgia.com/20240502/ratom-tqva-uari-saqartvelos-premier-ministrma-ass-si-vizitze-287721595.html
რატომ თქვა უარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ში ვიზიტზე?
რატომ თქვა უარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ში ვიზიტზე?
Sputnik საქართველო
მანამდე აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა საქართველო ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა. 02.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-02T23:36+0400
2024-05-02T23:36+0400
2024-05-02T23:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249833969_0:0:1133:637_1920x0_80_0_0_675e6bf68ad1c040fdb7de4095742fe0.jpg
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უარი თქვა შეერთებულ შტატებში ვიზიტზე, რადგან ვიზიტი უნდა განხორციელებულიყო დათქმით, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა შეჩერდებოდა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.იქვე აღნიშნულია, რომ პარტნიორობა ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული.„დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.მანამდე ხუთშაბათს აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას საკამათო კანონპროექტის მიღების შესახებ და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო კვირებში გაკეთებულმა არჩევანმა „ქვეყანა ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა“.მან აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები მიიწვიეს აშშ-ში, სადაც უნდა განეხილათ სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების ყველა ასპექტი აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან.დანიგანმა სინანულით აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ გადაწყვიტა უარი ეთქვა მოწვევაზე. ამავდროულად, მან მოუწოდა საქართველოს მთავრობას „კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს ერთგულება ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს კონსტიტუციაშია გაწერილი“.რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ის უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.მომიტინგეები „რუსული კანონის“ გაწვევას მოითხოვენ და მის მხარდამჭერ დეპუტატებს „მონებს“ უწოდებენ. 15 აპრილიდან ისინი თბილისში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მართავენ. 30 აპრილსა და 1 მაისს, როდესაც კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილებოდა, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა.მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249833969_0:0:997:748_1920x0_80_0_0_574a366de763369a1a6a86e2cb2df0f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
რატომ თქვა უარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ში ვიზიტზე?
მანამდე აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა საქართველო ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უარი თქვა შეერთებულ შტატებში ვიზიტზე, რადგან ვიზიტი უნდა განხორციელებულიყო დათქმით, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა შეჩერდებოდა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
„ამასთან დაკავშირებით, გვსურს, განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის ელჩის განცხადებაზე საპასუხოდ გამოქვეყნდა.
იქვე აღნიშნულია, რომ პარტნიორობა ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული.
„დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე ხუთშაბათს აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას საკამათო კანონპროექტის მიღების შესახებ და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო კვირებში გაკეთებულმა არჩევანმა „ქვეყანა ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა“.
მან აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები მიიწვიეს აშშ-ში, სადაც უნდა განეხილათ სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების ყველა ასპექტი აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან.
დანიგანმა სინანულით აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ გადაწყვიტა უარი ეთქვა მოწვევაზე. ამავდროულად, მან მოუწოდა საქართველოს მთავრობას „კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს ერთგულება ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს კონსტიტუციაშია გაწერილი“.
რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ის უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
მომიტინგეები „რუსული კანონის“ გაწვევას მოითხოვენ და მის მხარდამჭერ დეპუტატებს „მონებს“ უწოდებენ. 15 აპრილიდან ისინი თბილისში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მართავენ. 30 აპრილსა და 1 მაისს, როდესაც კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილებოდა, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.