https://sputnik-georgia.com/20240502/msoflio-bankis-roli-saqartvelos-ekonomikis-ganvitarebasi-ra-ganixiles-tbilissi-287717230.html
მსოფლიო ბანკის როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში: რა განიხილეს თბილისში
მსოფლიო ბანკის როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში: რა განიხილეს თბილისში
Sputnik საქართველო
1992 წლიდან მსოფლიო ბანკმა საქართველოს გამოუყო შეღავათიანი სესხები და კრედიტები ასზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 4,3... 02.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-02T16:58+0400
2024-05-02T16:58+0400
2024-05-02T16:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/02/287710190_251:261:1442:931_1920x0_80_0_0_8e38ccf46fc9d63caec996b9fc8ff1f0.jpg
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ბანკის მხარდაჭერამ შეასრულა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების პროცესში იყო თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორის, იუჯინ რუგენაათის შეხვედრის მთავარი თემები, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის - საგზაო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე - რეგიონული, მუნიციპალური და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებებით, რომელთა საერთო ღირებულებამ 4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.ბანკის მიმდინარე პორტფელი საქართველოში კი 15 პროექტს მოიცავს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1,5 მილიარდი აშშ დოლარია.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობისთვის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პრიორიტეტულობას, ასევე სტრუქტურულ, ადამიანური კაპიტალის რეფორმებს და მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვან მხარდამჭერ ინიციატივებს ამ მიმართულებით, რისთვისაც პრემიერმა ბანკს მადლობა გადაუხადა.საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა >>მანამდე მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განიხილეს.მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ეკონომიკური ზრდისა და სხვა ფისკალური პარამეტრების გაუმჯობესების მიმართულებით.ორგანიზაციის წარმომადგენლების და ეკონომიკის მინისტრის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარეობს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის ახალ ჩარჩო დოკუმენტზე მუშაობა, რომლის დროსაც ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა განვითარებაც საქართველოს ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.მსოფლიო ბანკი იყო ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაეხმარა საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში და ითვლება წამყვან პარტნიორად ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში, ასევე ეკონომიკის აღდგენის პროცესში.საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი გახდა 1992 წლის 7 აგვისტოს. მას შემდეგ მსოფლიო ბანკმა გასცა შეღავათიანი სესხები და სესხები საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში დაახლოებით 4,3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ასზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/02/287710190_250:257:1375:1101_1920x0_80_0_0_fc809ae20dc5df2b02f93ac92b72796d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკის როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში: რა განიხილეს თბილისში
1992 წლიდან მსოფლიო ბანკმა საქართველოს გამოუყო შეღავათიანი სესხები და კრედიტები ასზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარია.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ბანკის მხარდაჭერამ შეასრულა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების პროცესში იყო თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორის, იუჯინ რუგენაათის შეხვედრის მთავარი თემები, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის - საგზაო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე - რეგიონული, მუნიციპალური და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებებით, რომელთა საერთო ღირებულებამ 4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ბანკის მიმდინარე პორტფელი საქართველოში კი 15 პროექტს მოიცავს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1,5 მილიარდი აშშ დოლარია.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობისთვის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პრიორიტეტულობას, ასევე სტრუქტურულ, ადამიანური კაპიტალის რეფორმებს და მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვან მხარდამჭერ ინიციატივებს ამ მიმართულებით, რისთვისაც პრემიერმა ბანკს მადლობა გადაუხადა.
მანამდე მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განიხილეს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ეკონომიკური ზრდისა და სხვა ფისკალური პარამეტრების გაუმჯობესების მიმართულებით.
ორგანიზაციის წარმომადგენლების და ეკონომიკის მინისტრის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარეობს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის ახალ ჩარჩო დოკუმენტზე მუშაობა, რომლის დროსაც ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა განვითარებაც საქართველოს ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.
მსოფლიო ბანკი იყო ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაეხმარა საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში და ითვლება წამყვან პარტნიორად ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში, ასევე ეკონომიკის აღდგენის პროცესში.
საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი გახდა 1992 წლის 7 აგვისტოს. მას შემდეგ მსოფლიო ბანკმა გასცა შეღავათიანი სესხები და სესხები საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში დაახლოებით 4,3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ასზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად.