https://sputnik-georgia.com/20240502/jandacvis-saministro-aqciaze-rva-dasavebulis-hospitalizacia-ganxorcielda-287704194.html
ჯანდაცვის სამინისტრო: აქციაზე რვა დაშავებული პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა
ჯანდაცვის სამინისტრო: აქციაზე რვა დაშავებული პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა
Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 02.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-02T02:33+0400
2024-05-02T02:33+0400
2024-05-02T23:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/01/287697358_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_4141f691a7ccf67c1a6c3381c5542a13.jpg
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. 1 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავებული რვა სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, მათ შორის ერთი გაწერილია კლინიკიდან, ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.15 აპრილიდან რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პარლამენტის დეპუტატებმა 1 აპრილს სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს. ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეები შენობის ეზოში სხვადასხვა მხრიდან ისროდნენ ქვებს, ბოთლებს და სხვა ნივთებს, შსს-ს წარმომადგენლები კი ეზოდან ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებდნენ. მანამდე ძალოვანებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ახალგაზრდებმა პარლამენტთან ცეცხლი დაანთეს და ბარიკადები აღმართეს.ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდათ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა.„ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის ერთ სამართალდამცველს. მათ ძირითადად აღენიშნებოდათ თავის ტკივილი და თვალების წვა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს ყველა მოქალაქისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას. აღსანიშნავია, რომ სასწრაფო დახმარების სათადარიგო ბრიგადები დამატებით მობილიზებულია ასევე რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაწყების დროიდან, აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.გარდა ამისა, პროტესტის დროს მომხდარი არეულობის შედეგად პოლიციელები დაშავდნენ. მომიტინგეები „რუსული კანონის“ გაწვევას მოითხოვენ და მის მხარდამჭერ დეპუტატებს „მონებს“ უწოდებენ.კანონპროექტი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/01/287697358_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_f2114b3e29ea9d3552c68242f2035120.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო: აქციაზე რვა დაშავებული პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა
02:33 02.05.2024 (განახლებულია: 23:36 02.05.2024) ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. 1 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავებული რვა სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, მათ შორის ერთი გაწერილია კლინიკიდან, ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
15 აპრილიდან რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პარლამენტის დეპუტატებმა 1 აპრილს სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს. ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეები შენობის ეზოში სხვადასხვა მხრიდან ისროდნენ ქვებს, ბოთლებს და სხვა ნივთებს, შსს-ს წარმომადგენლები კი ეზოდან ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებდნენ. მანამდე ძალოვანებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ახალგაზრდებმა პარლამენტთან ცეცხლი დაანთეს და ბარიკადები აღმართეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდათ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაშავებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის: ჭრილობები სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ასევე ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები. ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ უტარდებათ სათანადო მკურნალობა და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა.
„ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის ერთ სამართალდამცველს. მათ ძირითადად აღენიშნებოდათ თავის ტკივილი და თვალების წვა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს ყველა მოქალაქისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას. აღსანიშნავია, რომ სასწრაფო დახმარების სათადარიგო ბრიგადები დამატებით მობილიზებულია ასევე რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაწყების დროიდან, აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
გარდა ამისა, პროტესტის დროს მომხდარი არეულობის შედეგად პოლიციელები დაშავდნენ.
„ბოლო 2 დღის განმავლობაში, აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 თანამშრომელი, აქედან ერთს გაუკეთდა ოპერაცია და ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მომიტინგეები „რუსული კანონის“ გაწვევას მოითხოვენ და მის მხარდამჭერ დეპუტატებს „მონებს“ უწოდებენ.
კანონპროექტი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.