https://sputnik-georgia.com/20240501/areuloba-aqciaze-parlamentis-win-sami-policieli-saavadmyofosi-gadaiyvanes-287670730.html
არეულობა აქციაზე პარლამენტის წინ - სამი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს
არეულობა აქციაზე პარლამენტის წინ - სამი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს
Sputnik საქართველო
ძალოვანებმა არაერთხელ მოუწოდეს აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონს. 01.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-01T02:06+0400
2024-05-01T02:06+0400
2024-05-01T11:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/01/287667364_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_62dda30edeb13173799cd542cae90618.jpg
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. თბილისის ცენტრში, საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება „პირველი არხი“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.შსს-ს წარმომადგენლებმა არაერთხელ მოუწოდეს აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონს. პერიოდულად ხდება შეტაკებები სპეცრაზმელებსა და მომიტინგეებს შორის. აქციის მონაწილეები ძალოვანებს სხვადასხვა საგნებს ესვრიან, ისინი კი ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებენ. პოლიციამ თავდაპირველად წიწაკის სპრეი გამოიყენა.სახალხო დამცველმა ძალოვანების მიერ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებების გამოყენება არამართლზომიერად მიიჩნია. შსს-მ განმარტა, რომ ეს გახდა საჭირო, რადგან აქცია შეკრებების და მანიფესტაციების კანონით დადგენილ ჩარჩოებს გაცდა და ძალადობრივი გახდა.პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა შსს-ს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველი ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა“.ზურაბიშვილი, ისევე როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიული წინააღმდეგია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებისა.მოვლენათა ქრონოლოგიააქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დასრულდა პარლამენტის სხდომა, რომელზეც სკანდალური კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს. ოპოზიციური პარტია „ახალის“ ლიდერებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირება სცადეს, თუმცა ძალოვანებმა ამის საშუალება არ მისცეს.ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მოშორდნენ პარლამენტის შესასვლელებს და ხელი არ შეეშალათ დეპუტატებისა და პარლამენტის თანამშრომლების გადაადგილებაში, თუმცა აქციის მონაწილეებმა ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადეს.ძალოვანების მისამართით სხვადასხვა საგნები ესროლეს, მათ შორის პლასტმასის ბოთლები. პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა. შედეგად, სპეცრაზმი რამდენიმე მწკრივად განლაგდა და აქციის მონაწილეები პარლამენტის გასასვლელებს მოაშორა.პარლამენტთან დროის გარკვეულ მონაკვეთში სიმშვიდე იყო, მაგრამ დაახლოებით 23:30 საათზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.სპეცრაზმი მოუწოდებს მონაწილეებს დაშლისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალოვანების სპეციალური საშუალებებს გამოიყენებენ.აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. ისინი სკანდირებენ „მონებო“ და „საქართველოს გაუმარჯოს“. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ.აქციის მონაწილეთა ნაწილმა იუსტიციის სახლთან გადაინაცვლა და გზის სავალი ნაწილი გადაკეტა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/01/287667364_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_fff3e1caa98bf15237a4e552b3e5b476.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
არეულობა აქციაზე პარლამენტის წინ - სამი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს
02:06 01.05.2024 (განახლებულია: 11:01 01.05.2024) ძალოვანებმა არაერთხელ მოუწოდეს აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონს.
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. თბილისის ცენტრში, საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება „პირველი არხი“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
შსს-ს წარმომადგენლებმა არაერთხელ მოუწოდეს აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონს. პერიოდულად ხდება შეტაკებები სპეცრაზმელებსა და მომიტინგეებს შორის. აქციის მონაწილეები ძალოვანებს სხვადასხვა საგნებს ესვრიან, ისინი კი ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებენ. პოლიციამ თავდაპირველად წიწაკის სპრეი გამოიყენა.
„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების საკმარისი რაოდენობა, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას. ამ დროისთვის განხორციელდა სამი სამართალდამცველის ჰოსპიტალიზაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველმა ძალოვანების მიერ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებების გამოყენება არამართლზომიერად მიიჩნია. შსს-მ განმარტა, რომ ეს გახდა საჭირო, რადგან აქცია შეკრებების და მანიფესტაციების კანონით დადგენილ ჩარჩოებს გაცდა და ძალადობრივი გახდა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა შსს-ს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველი ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა“.
ზურაბიშვილი, ისევე როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიული წინააღმდეგია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებისა.
აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დასრულდა პარლამენტის სხდომა, რომელზეც სკანდალური კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს. ოპოზიციური პარტია „ახალის“ ლიდერებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირება სცადეს, თუმცა ძალოვანებმა ამის საშუალება არ მისცეს.
ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მოშორდნენ პარლამენტის შესასვლელებს და ხელი არ შეეშალათ დეპუტატებისა და პარლამენტის თანამშრომლების გადაადგილებაში, თუმცა აქციის მონაწილეებმა ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადეს.
ძალოვანების მისამართით სხვადასხვა საგნები ესროლეს, მათ შორის პლასტმასის ბოთლები. პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა. შედეგად, სპეცრაზმი რამდენიმე მწკრივად განლაგდა და აქციის მონაწილეები პარლამენტის გასასვლელებს მოაშორა.
პარლამენტთან დროის გარკვეულ მონაკვეთში სიმშვიდე იყო, მაგრამ დაახლოებით 23:30 საათზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
სპეცრაზმი მოუწოდებს მონაწილეებს დაშლისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალოვანების სპეციალური საშუალებებს გამოიყენებენ.
აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. ისინი სკანდირებენ „მონებო“ და „საქართველოს გაუმარჯოს“. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ.
აქციის მონაწილეთა ნაწილმა იუსტიციის სახლთან გადაინაცვლა და გზის სავალი ნაწილი გადაკეტა.