სსფ: საქართველო უმუშევრობის შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია

© photo: Sputnikქუთაისი. მამაკაცი პირბადით
ქუთაისი. მამაკაცი პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2024
გამოწერა
ჩვენს საუკუნეში საქართველოში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი იყო 2010, 2011 და 2012 წლებში დაახლოებით 27%-ის დონეზე, ნათქვამია სავალუტო ფონდის მიმოხილვაში
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველო უმუშევრობის ხანგრძლივვადიანი, 12-წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია, ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკურ მიმოხილვაში.
სსფ-ის მონაცემებით, 2012 წელს საქართველო უმუშევრობის 12-წლიანი მატებით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო.
ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო მეცხრე ადგილზეა იმ ქვეყნების სიაში, სადაც ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში უმუშევრობა 2024 წლისთვის ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით შემცირდება.
ფონდის შეფასებით, 12 წლის მანძილზე ანუ 2012 წელთან შედარებით უმუშევრობა საქართველოში 11 პროცენტული პუნქტით მცირდება და 2024 წელს უმუშევრობის დონე 15,7%-ს გაუტოლდება.
სავალუტო ფონდის შეფასებით, ჩვენს საუკუნეში საქართველოში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი იყო 2010, 2011 და 2012 წლებში დაახლოებით 27%-ის დონეზე.
აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით 2012 წლამდე პერიოდში უმუშევრობა მსოფლიოში ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით საქართველოში გაიზარდა. უმუშევრობის მატებამ იმ 12-წლიან პერიოდში 16 პროცენტულ პუნქტს გადააჭარბა.
საქართველოში უმუშევრობა ბოლო 20 წლის განმავლობაში ისტორიულ მინიმუმზეა - კვლევა>>
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში საქართველოში დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა და დაბალი უმუშევრობა ფიქსირდებოდა.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის დონემ 2023 წლის მეოთხე კვარტალში 15,3% შეადგინა, რაც 0,3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელზე. გარდა ამისა, 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და 1,3 მილიონი ადამიანი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0