საქართველოში უმუშევრობა ბოლო 20 წლის განმავლობაში ისტორიულ მინიმუმზეა - კვლევა

© Sputnik / Vladimir Umikashviliელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია
ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2024
გამოწერა
საქართელო იმ 13 ქვეყნის სიაშია, სადაც ბოლო ათ წელში უმუშევრობის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ მოდელირებული შეფასება ჩაატარა, რომლის მიხედვითაც 2022-2023 წლებში საქართველოში უმუშევრობის დონემ 11,7% შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 20 წლის განმავლობაში, მონაცემებს მსოფლიო ბანკი აქვეყნებს.
ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში უმუშევრობის მკვეთრი კლება დაფიქსირდა, აღნიშნულია განცხადებაში.
საქართელო იმ 13 ქვეყნის სიაშია, სადაც ბოლო ათ წელში უმუშევრობის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოდელირებული შეფასებით, ჩვენს საუკუნეში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებული იყო 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში - უმუშევრობა 19,6%-დან 20,7%-მდე მერყეობდა.
2012 წელს საქართველო იმ 6 ქვეყანას შორის იყო, სადაც უმუშევრობა ყველაზე მეტად გაიზარდა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) არის გაეროს სპეციალიზებული სააგენტო, რომელიც დაკავებულია შრომითი ურთიერთობის საკითხების დარეგულირებით.
ორგანიზაციის მთავარი მიზნებია შრომითი უფლებების დაცვის ხელშეწყობა, ღირსეული დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება, სოციალური დაცულობის განმტკიცება და დასაქმების სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე დიალოგის განვითარება.
რაც შეეხება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოდელირებულ შეფასებას, იგი უმუშევრობის დონეების საერთაშორისო შედარებებისათვის მნიშვნელოვანი საზომია, რადგანაც იძლევა საშუალებას ერთიანი სისტემით გაიზომოს და შედარდეს უმუშევრობის მაჩვენებლები სხვადასხვა ქვეყნებს შორის. მაჩვენებლებს მსოფლიო ბანკი აქვეყნებს და აახლებს ყოველწლიურად.
ყველა ახალი ამბავი
0