როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა

ქართული საწარმოები
ქართული საწარმოები - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2024
გამოწერა
მარტში 2024 წლის თებერვალთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,2%-ით გაიზარდა
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2024 წლის მარტში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების შემცირებამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 2,7%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 5%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 9,2%-ით.
2024 წლის მარტში 2024 წლის თებერვალთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,2%-ით გაიზარდა.
ადგილობრივი წარმოება
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე მარტში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,9%-ით გაიზარდა.
საქართველოში ინფლაციის დონე მცირედით გაიზარდა - ახალი სტატისტიკა >>
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 10,8%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში 1,9%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი იანვარში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,2%-ით შემცირდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 8,3%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 2,1%-ით, მათ შორის სასურსათო პროდუქციაზე - 31,1%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 0,6%-ით შემცირდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 1,9%-ით გაძვირდა.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა ისევ მცირდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო?>>
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2024 წლის მარტში 0,5% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ამასთან, წლის მანძილზე სურსათზე ფასები 3,4%-ით შემცირდა. 2024 წლის მარტში 2024 წლის თებერვალთან შედარებით ინფლაციის დონემ 0,01% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0