https://sputnik-georgia.com/20240430/-------287653439.html
შსს მომიტინგეებს მოუწოდებს, არ დაბლოკონ პარლამენტის შესასვლელები
შსს მომიტინგეებს მოუწოდებს, არ დაბლოკონ პარლამენტის შესასვლელები
Sputnik საქართველო
სპეცრაზმი მომიტინგეთა გაწევას ცდილობს, აქციის მონაწილეები ძალოვანებს სხვადასხვა საგნებს ესვრიან 30.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-30T22:06+0400
2024-04-30T22:06+0400
2024-04-30T22:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287369596_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_174f9970642afa2c3b673a39f1780e37.jpg
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ დეპუტატებსა და პარლამენტის თანამშრომლებს პარლამენტის შენობის დატოვებაში.პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილებოდა, 21:00 საათზე დასრულდა. აქციის მონაწილეები კონცენტრირებული არიან რუსთაველის გამზირზე, ასევე ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე. ამ დროისთვის აქციის მონაწილეთა ნაწილი მთავრობის შენობისკენ გაემართა.სპეცრაზმი მომიტინგეთა გაწევას ცდილობს, აქციის მონაწილეები ძალოვანებს სხვადასხვა საგნებს ესვრიან.ადგილზე არის წყლის ჭავლის მანქანა, ის ჯერ არ გამოუყენებიათ. მედიის ინფორმაციით, ძალოვანებმა რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი.ვნებათაღელვა კანონპროექტის გარშემოკანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“. მათი საქმიანობა არ იზღუდება.მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან საპროტესტო აქციებს მართავენ.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/10/287369596_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_589c5b73b54101e2b354d5b28633eaad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს მომიტინგეებს მოუწოდებს, არ დაბლოკონ პარლამენტის შესასვლელები
22:06 30.04.2024 (განახლებულია: 22:07 30.04.2024) სპეცრაზმი მომიტინგეთა გაწევას ცდილობს, აქციის მონაწილეები ძალოვანებს სხვადასხვა საგნებს ესვრიან
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ დეპუტატებსა და პარლამენტის თანამშრომლებს პარლამენტის შენობის დატოვებაში.
პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილებოდა, 21:00 საათზე დასრულდა. აქციის მონაწილეები კონცენტრირებული არიან რუსთაველის გამზირზე, ასევე ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე. ამ დროისთვის აქციის მონაწილეთა ნაწილი მთავრობის შენობისკენ გაემართა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პარლამენტის შენობიდან უსაფრთხოდ გადაადგილებისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთანაც იმყოფებიან და მოუწოდებენ შეკრებილებს გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები“, - ნათქვამია განცხადებაში.
სპეცრაზმი მომიტინგეთა გაწევას ცდილობს, აქციის მონაწილეები ძალოვანებს სხვადასხვა საგნებს ესვრიან.
ადგილზე არის წყლის ჭავლის მანქანა, ის ჯერ არ გამოუყენებიათ. მედიის ინფორმაციით, ძალოვანებმა რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი.
ვნებათაღელვა კანონპროექტის გარშემო
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“. მათი საქმიანობა არ იზღუდება.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან საპროტესტო აქციებს მართავენ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.