სახელმწიფო 160-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს სახლს შეუსყიდის

© photo: Sputnikსოფლის დასახლება
სოფლის დასახლება - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2024
გამოწერა
ეკომიგრანტებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 163 ეკომიგრანტი ოჯახისთვის სახლებს შეისყიდის, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული ოჯახები ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია. ეკომიგრანტი ოჯახები საცხოვრებელს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავად შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ.
„შერჩეულ სახლებს უმეტეს შემთხვევაში თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს და ხელს შეუწყობს ინტეგრაციის პროცესს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
2024 წელს, სააგენტომ, ჯამში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 500-ზე მეტი ოჯახისთვის სახლის შესყიდვაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0