https://sputnik-georgia.com/20240428/policiam-regionebshi-iaragi-amoigo-287583913.html
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია 6 პირი
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია 6 პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს 28.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-28T14:19+0400
2024-04-28T14:19+0400
2024-04-28T14:44+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/95/248789571_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_6a4c4d10a9af356e74c18b517cc4bb1d.jpg
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე 6 პირი დააკავა, ხოლო ერთი კი ამხილა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაცია თბილისში, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში ჩატარდა.დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 32-დან 60 წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები არიან.დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, პისტოლეტები, ცივი იარაღი, სანადირო თოფი, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ აბრეზი, ამფეთქი ფალია, ხმის ჩამხშობი მაყუჩი, მჭიდები და ვაზნები.გამოძიება სსკ-ის 236-ე და 11 პრიმა 151-ე და 273-ე (პრიმა) მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/95/248789571_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_9e3f29d6330fd87f3da087d67dc5fca6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია 6 პირი
14:19 28.04.2024 (განახლებულია: 14:44 28.04.2024) დანაშაული შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე 6 პირი დააკავა, ხოლო ერთი კი ამხილა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაცია თბილისში, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში ჩატარდა.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 32-დან 60 წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები არიან.
დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, პისტოლეტები, ცივი იარაღი, სანადირო თოფი, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ აბრეზი, ამფეთქი ფალია, ხმის ჩამხშობი მაყუჩი, მჭიდები და ვაზნები.
გამოძიება სსკ-ის 236-ე და 11 პრიმა 151-ე და 273-ე (პრიმა) მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.