მიგრაცია: ვის აძლევენ თავშესაფარს საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerშარდენი
შარდენი - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2024
გამოწერა
საქართველოდან გაძევებულთა ძირითადი წილი მოდის ირანისა და ერაყის მოქალაქეებზე.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის პირველ კვარტალში ჰუმანიტარული სტატუსი და ლტოლვილის სტატუსი მისცა 14 უცხოელს, ხოლო გააძევა უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
უწყების ცნობით, საქართველომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა სამ უცხოელს – ირანის ორ მოქალაქეს და დაუდგენებლი მოქალაქეობის მქონე ერთ პირს. რაც შეეხება ჰუმანიტარულ სტატუსს, ის 11-მა უცხოელმა მიიღო, მათ შორისაა უკრაინის ცხრა, ერაყის ერთი და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე ერთი პირი.
2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის პერიოდში სტატუსის მიღებაზე უარი ეთქვა 158 უცხოელს, ყველაზე მეტი უარი ირანის და პაკისტანის მოქალაქეებზე მოდის. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში თავშესაფარი ითხოვა 379-მა უცხოელმა.
ვის აძევებს საქართველო
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ უცხოეთის 14 სახელმწიფოს 54 მოქალაქის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. გაძევებულთა ძირითადი წილი მოდის ირანისა და ერაყის მოქალაქეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0