https://sputnik-georgia.com/20240427/sam-tvesi-saqartvelosi-avariebis-sedegad-93-adamiani-dairupa-287577633.html
სამ თვეში საქართველოში ავარიების შედეგად 93 ადამიანი დაიღუპა
სამ თვეში საქართველოში ავარიების შედეგად 93 ადამიანი დაიღუპა
Sputnik საქართველო
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება იყო 27.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-27T20:49+0400
2024-04-27T20:49+0400
2024-04-27T20:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/06/249373670_68:0:2934:1612_1920x0_80_0_0_9984b9950de3770d2544089d3390019c.jpg
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 93 ადამიანი დაიღუპა, 1495 კი დაშავდა, ნათქვამია შსს-ს მასალებში.უწყების ინფორმაციით, საქართველოში 1136 მძიმე ავარია მოხდა, აქედან ნახევარი თბილისში. ავარიების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონია, მესამეზე კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.1 იანვრიდან 31 მარტამდე დაღუპულთა საერთო რიცხვიდან სამი იყო ბავშვი, რომელთაგან ორი ფეხით მოსიარულე იყო. ავარიების შედეგად 168 ბავშვი დაშავდა. აღნიშნულ პერიოდში საქართველოში ფეხით მოსიარულეებთან 359 შეჯახება მოხდა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა და 370 დაშავდა, მათგან 48 ბავშვი.2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება იყო, მეორე ადგილზე საგზაო ნიშნების უგულებელყოფა, მესამეზე - გასწრება იყო.ლეტალურად დასრულებული ავარიების უმეტესი ნაწილი ავტომობილებისა და მოტოციკლების მძღოლების მონაწილეობით მოხდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/06/249373670_426:0:2575:1612_1920x0_80_0_0_9e912031e5babc8eede38d8f7ae2b62b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
სამ თვეში საქართველოში ავარიების შედეგად 93 ადამიანი დაიღუპა
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება იყო
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 93 ადამიანი დაიღუპა, 1495 კი დაშავდა, ნათქვამია შსს-ს მასალებში.
უწყების ინფორმაციით, საქართველოში 1136 მძიმე ავარია მოხდა, აქედან ნახევარი თბილისში. ავარიების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონია, მესამეზე კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.
1 იანვრიდან 31 მარტამდე დაღუპულთა საერთო რიცხვიდან სამი იყო ბავშვი, რომელთაგან ორი ფეხით მოსიარულე იყო. ავარიების შედეგად 168 ბავშვი დაშავდა. აღნიშნულ პერიოდში საქართველოში ფეხით მოსიარულეებთან 359 შეჯახება მოხდა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა და 370 დაშავდა, მათგან 48 ბავშვი.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება იყო, მეორე ადგილზე საგზაო ნიშნების უგულებელყოფა, მესამეზე - გასწრება იყო.
ლეტალურად დასრულებული ავარიების უმეტესი ნაწილი ავტომობილებისა და მოტოციკლების მძღოლების მონაწილეობით მოხდა.