https://sputnik-georgia.com/20240425/sterilizacia-ventilacia-instrumentebi-ra-xdeba-qartul-klinikebsi-287541949.html
სტერილიზაცია, ვენტილაცია, ინსტრუმენტები - რა ხდება ქართულ კლინიკებში?
სტერილიზაცია, ვენტილაცია, ინსტრუმენტები - რა ხდება ქართულ კლინიკებში?
Sputnik საქართველო
ინფორმაცია გამოვლენილი დარღვევების შესახებ გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს. 25.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-25T11:20+0400
2024-04-25T11:20+0400
2024-04-25T11:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს სახალხო დამცველი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252414776_0:172:3031:1877_1920x0_80_0_0_7e390d748a9177c5f4dd8ade8751a758.jpg
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით არსებულ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში არაერთი სერიოზული დარღვევა გამოავლინეს, მათ შორის კოროზირებული ქირურგიული ინსტრუმენტები, გაუმართავი სავენტილაციის სისტემები, სტერილიზაციისა და ჰიგიენის პრობლემები.შემოწმებები ჩატარდა შემთხვევით შერჩეულ ცხრა კლინიკაში: თბილისში, ასევე კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის, იმერეთის, სამეგრელოს რეგიონებში და აჭარის რესპუბლიკაში.მონიტორინგმა აჩვენა, რომ არცერთ შემოწმებულ სამედიცინო დაწესებულებაში არ მიმდინარეობდა ხელის ჰიგიენის ღონისძიებების დაცვის სისტემური მონიტორინგი. შემოწმებული დაწესებულებებიდან - 5 დაწესებულებაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად გამოიკვეთა მაღალი და ძალიან მაღალი რისკის ზონებში ვენტილაციის სისტემების გაუმართაობა, რომელიც საიზოლაციო სათავსოებიდან ინფექციის ჰაერით გავრცელების რისკს ზრდის.ხუთ დაწესებულებაში გამოვლინდა ინსტრუმენტების სტერილიზაციის წინარე დამუშავების პროცესის უხეში დარღვევები.„გასტერილებული ინსტრუმენტების მდგომარეობა ასევე არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს, ეს კი, გავლენას ახდენს მრავალჯერადი გამოყენების ქირურგიული და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების/მასალების სტერილიზაციის ხარისხზე; ასევე, უგულებელყოფილი იყო სამედიცინო თეთრეულის რეცხვის, დამუშავების, შენახვის და გამოყენების მოთხოვნები“, - აღნიშნულია ანგარიშში.გარდა ზემოაღნიშნულისა, 4 დაწესებულებაში გამოვლინდა სამედიცინო ინფრასტრუქტურის ზედაპირების მთლიანობის და ნარჩენების მართვის პროცესის დარღვევის ფაქტები.სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა კლინიკებში სხვა პრობლემებიც გამოავლინეს:სამედიცინო დაწესებულების უმრავლესობაში არსებული სასწავლო მოდულები და პროგრამები ვერ ითვალისწინებენ კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების საჭიროებებს, არის ზედაპირული და ფორმალური ხასიათის.ინფორმაცია გამოვლენილი დარღვევების შესახებ გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს.წყარო - სახალცო დამცველის აპარატი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252414776_150:0:2881:2048_1920x0_80_0_0_13161ea48054c469e26a5845c86845ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საქართველოს სახალხო დამცველი, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საქართველოს სახალხო დამცველი, საზოგადოება
სტერილიზაცია, ვენტილაცია, ინსტრუმენტები - რა ხდება ქართულ კლინიკებში?
ინფორმაცია გამოვლენილი დარღვევების შესახებ გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს.
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით არსებულ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში არაერთი სერიოზული დარღვევა გამოავლინეს, მათ შორის კოროზირებული ქირურგიული ინსტრუმენტები, გაუმართავი სავენტილაციის სისტემები, სტერილიზაციისა და ჰიგიენის პრობლემები.
შემოწმებები ჩატარდა შემთხვევით შერჩეულ ცხრა კლინიკაში: თბილისში, ასევე კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის, იმერეთის, სამეგრელოს რეგიონებში და აჭარის რესპუბლიკაში.
მონიტორინგმა აჩვენა, რომ არცერთ შემოწმებულ სამედიცინო დაწესებულებაში არ მიმდინარეობდა ხელის ჰიგიენის ღონისძიებების დაცვის სისტემური მონიტორინგი. შემოწმებული დაწესებულებებიდან - 5 დაწესებულებაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად გამოიკვეთა მაღალი და ძალიან მაღალი რისკის ზონებში ვენტილაციის სისტემების გაუმართაობა, რომელიც საიზოლაციო სათავსოებიდან ინფექციის ჰაერით გავრცელების რისკს ზრდის.
„სამედიცინო დაწესებულებებში სასტერილიზაციო სივრცე უმეტესწილად არ ყოფილა სათანადოდ მოწყობილი. გამოვლინდა ვენტილაციის და კონდიცირების სისტემების გაუმართაობა, „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ სივრცეების ზონირების პრინციპების დაცვის დარღვევები და ზონებს შორის გადაადგილებისას პერსონალის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების მოთხოვნების დაუცველობა“, - ნათქვამია ანგარიშში.
ხუთ დაწესებულებაში გამოვლინდა ინსტრუმენტების სტერილიზაციის წინარე დამუშავების პროცესის უხეში დარღვევები.
„გასტერილებული ინსტრუმენტების მდგომარეობა ასევე არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს, ეს კი, გავლენას ახდენს მრავალჯერადი გამოყენების ქირურგიული და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების/მასალების სტერილიზაციის ხარისხზე; ასევე, უგულებელყოფილი იყო სამედიცინო თეთრეულის რეცხვის, დამუშავების, შენახვის და გამოყენების მოთხოვნები“, - აღნიშნულია ანგარიშში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, 4 დაწესებულებაში გამოვლინდა სამედიცინო ინფრასტრუქტურის ზედაპირების მთლიანობის და ნარჩენების მართვის პროცესის დარღვევის ფაქტები.
სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა კლინიკებში სხვა პრობლემებიც გამოავლინეს:
კოროზირებული, რეცხვა-სტერილიზაციისთვის უვარგისი საოპერაციო ინსტრუმენტები;
ოპერაციები ტარდება ნებართვის არმქონე სივრცეებში;
კოროზირებული მილები და ხელსაბანები;
დალაგების წესების დარღვევა;
ვიზიტორებისთვის სადეზინფექციო საშუალებების არარსებობა.
სამედიცინო დაწესებულების უმრავლესობაში არსებული სასწავლო მოდულები და პროგრამები ვერ ითვალისწინებენ კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების საჭიროებებს, არის ზედაპირული და ფორმალური ხასიათის.
ინფორმაცია გამოვლენილი დარღვევების შესახებ გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს.