https://sputnik-georgia.com/20240425/kobaxize-saqartvelo-male-gaxdeba-evrokavsiris-wevri-287549904.html
კობახიძე: საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრი
კობახიძე: საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრი
Sputnik საქართველო
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. 25.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-25T19:40+0400
2024-04-25T19:40+0400
2024-04-25T19:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
უნგრეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/17/286991748_0:100:2000:1225_1920x0_80_0_0_410b14900e096c7c75547906b2f4d24a.jpg
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საქართველო მალე გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური ინიციატივის კონფერენციის გახსნაზე (Conservative Political Action Conference, CPAC), რომელიც ბუდაპეშტში მიმდინარეობს.კობახიძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უნგრეთში იმყოფება, სადაც 25 აპრილს კონსერვატიული პოლიტიკური ინიციატივის კონფერენციის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია.კობახიძის თქმით, ყველამ უნდა მიბაძოს უნგრეთის პრინციპებს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ეროვნული ინტერესების დაცვის კუთხით.„უნგრეთის ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მტკიცედ დგანან უნგრეთის ეროვნული და რელიგიური იდენტობისა და ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე. მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, თქვენ არ დაუშვით უნგრეთში მიგრანტების უკონტროლო შემოსვლა, რითაც ქვეყანას შეუნარჩუნეთ მყარი ეროვნული იდენტობა“, - განაცხადა კობახიძემ.პრემიერის თქმით, უნგრეთი მტკიცედ იცავს ქრისტიანულ ფასეულობებს.1970 წლებში დაარსებული კონფერენცია ამერიკელი კონსერვატორების ყოველწლიურ თავყრილობად იქცა. პირველი ევროპული კონფერენცია ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრის ორგანიზებით უნგრეთის დედაქალაქში 2022 წელს გაიმართა. მომდევნო წელს ღონისძიების მთავარ მომხსენებლებს შორის საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.მნიშვნელოვანი თანამშრომლობასაქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და უნგრეთს შორის 2013 წლიდან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სახელმწიფოთშორისი კომისია ფუნქციონირებს.ვიქტორ ორბანი: საქართველო განსაკუთრებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს>>შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/17/286991748_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_021568d49e88431426216b89164597ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, უნგრეთი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, უნგრეთი
კობახიძე: საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრი
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია.
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საქართველო მალე გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური ინიციატივის კონფერენციის გახსნაზე (Conservative Political Action Conference, CPAC), რომელიც ბუდაპეშტში მიმდინარეობს.
კობახიძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უნგრეთში იმყოფება, სადაც 25 აპრილს კონსერვატიული პოლიტიკური ინიციატივის კონფერენციის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ჩვენ ერთად შევძლებთ, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის გაძლიერებაში, მყარ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპის მშენებლობაში. ღმერთმა მოგვცეს ძალა და მოგვიმართოს ხელი ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია.
კობახიძის თქმით, ყველამ უნდა მიბაძოს უნგრეთის პრინციპებს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ეროვნული ინტერესების დაცვის კუთხით.
„უნგრეთის ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მტკიცედ დგანან უნგრეთის ეროვნული და რელიგიური იდენტობისა და ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე. მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, თქვენ არ დაუშვით უნგრეთში მიგრანტების უკონტროლო შემოსვლა, რითაც ქვეყანას შეუნარჩუნეთ მყარი ეროვნული იდენტობა“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, უნგრეთი მტკიცედ იცავს ქრისტიანულ ფასეულობებს.
„თქვენ მტკიცედ უპირისპირდებით ე.წ. ლიბერალურ პროპაგანდას, რათა არ დაუშვათ ბავშვებზე და ახალგაზრდებზე მავნე ზემოქმედება და მათი მორალური ღირებულებების შერყევა. თქვენ მყარად იცავთ უნგრეთის სახელმწიფო სუვერენიტეტს, რაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და რეალიზების აუცილებელი პირობაა“, - განაცხადა კობახიძემ.
1970 წლებში დაარსებული კონფერენცია ამერიკელი კონსერვატორების ყოველწლიურ თავყრილობად იქცა. პირველი ევროპული კონფერენცია ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრის ორგანიზებით უნგრეთის დედაქალაქში 2022 წელს გაიმართა. მომდევნო წელს ღონისძიების მთავარ მომხსენებლებს შორის საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.
მნიშვნელოვანი თანამშრომლობა
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და უნგრეთს შორის 2013 წლიდან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სახელმწიფოთშორისი კომისია ფუნქციონირებს.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.