ნუ გადაკეტავთ თბილისის ცენტრს! შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2024
გამოწერა
შსს-ს ცნობით, გზის ხელოვნური გადაკეტვა იწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას,
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, ამიტომაც ისინი რუსთაველის გამზირზე მოძრაობას ვეღარ გადაკეტავენ, ნათქვამია შინაგან სამეთა სამინისტროს მიერ გავრცფელებულ განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველღიურად იმართება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევას, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.
„მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, გზის ხელოვნური გადაკეტვა იწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, გარდა ამისა, ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელს უშლის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას.
უწყება მოქალაქეებს შეახსენებს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის თანახმად, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.
„აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში.
შსს ასევე გეგმავს იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები, პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში აღნიშნული კანონპროექტი, საპროტესტო აქციების ფონზე, უკან გაიწვია.
ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას, ამტკიცებენ, რომ იგი საქართველოს მეგობრებსა და მტრებს ერთ სიბრტყეზე აყენებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ხელისუფლების ოპონენტები სკანდალურ კანონპროექტს „რუსულს“ უწოდებენ და თბილისის ცენტრში 15 აპრილიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ.
სადავო კანონპროექტი
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
ყველა ახალი ამბავი
0