https://sputnik-georgia.com/20240424/batumshi-ekomigrantebs-binebs-gadascemen-287537095.html
„ოცნების ქალაქი": ეკომიგრანტებს ბინებით დააკმაყოფილებენ
„ოცნების ქალაქი": ეკომიგრანტებს ბინებით დააკმაყოფილებენ
Sputnik საქართველო
მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მლნ ლარს შეადგენს. 24.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-24T23:58+0400
2024-04-24T23:58+0400
2024-04-24T23:58+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
აჭარის მთავრობა
აჭარა
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24631/07/246310712_0:218:3254:2048_1920x0_80_0_0_f059701209c270404eb9b1a1aa6bf26b.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ბათუმში ე.წ. „ოცნების ქალაქში" 500-ზე მეტ ეკომიგრანტს ბინის გადასაღებს მომავალ თვეში გადასცემენ, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სხდომაზე.„ოცნების ქალაქი" ბათუმის გარეუბანში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 2012 წელს გაჩნდა. იქ მეწყერის შედეგად დაზარალებული მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა ცხოვრობს.წელსვე დაიწყება პროექტის მეორე ფაზის განხორციელება, რაც გულისხმობს მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას.საცხოვრებელი კომპლექსის მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მლნ ლარს შეადგენს.გარდა ამისა, რიჟვაძის თქმით, აჭარაში წარმატებით ხორციელდება „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში დიდი სოციალური გამოწვევის გადაჭრას.სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ ოჯახზე დაფინანსების წილი 50 ათას ლარამდე გაიზარდა და ბიუჯეტმა 5.016,840 ლარი შეადგინა. წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 45 ოჯახმა და სულ 120-მდე ოჯახი შეძლებს საცხოვრისის შეძენას.პროგრამა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2016 წლიდან ხორციელდება და ჯამში 753 ოჯახმა შეძლო უსაფრთხო საცხოვრისის შეძენა.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24631/07/246310712_370:0:3101:2048_1920x0_80_0_0_19943b43449f54db38378138b80005a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, აჭარის მთავრობა , აჭარა , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, აჭარის მთავრობა , აჭარა , სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
„ოცნების ქალაქი": ეკომიგრანტებს ბინებით დააკმაყოფილებენ
მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მლნ ლარს შეადგენს.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ბათუმში ე.წ. „ოცნების ქალაქში" 500-ზე მეტ ეკომიგრანტს ბინის გადასაღებს მომავალ თვეში გადასცემენ, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სხდომაზე.
„ოცნების ქალაქი" ბათუმის გარეუბანში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 2012 წელს გაჩნდა. იქ მეწყერის შედეგად დაზარალებული მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა ცხოვრობს.
„ბინებით 582 ოჯახი დაკმაყოფილდება. მოხარული ვარ რომ ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე ელოდებოდნენ ამ პროექტის რეალიზაციას, ახლა მართლა აისრულებენ თავიანთ ოცნებებს", - განაცხადა რიჟვაძემ ჟურნალისტებთან.
წელსვე დაიწყება პროექტის მეორე ფაზის განხორციელება, რაც გულისხმობს მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას.
საცხოვრებელი კომპლექსის მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მლნ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, რიჟვაძის თქმით, აჭარაში წარმატებით ხორციელდება „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში დიდი სოციალური გამოწვევის გადაჭრას.
სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ ოჯახზე დაფინანსების წილი 50 ათას ლარამდე გაიზარდა და ბიუჯეტმა 5.016,840 ლარი შეადგინა. წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 45 ოჯახმა და სულ 120-მდე ოჯახი შეძლებს საცხოვრისის შეძენას.
„სწორედ ამ მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაზრდილიყო საცხოვრისით დაკმაყოფილების დაფინანსება და დღეის მდგომარეობით 50 ათას ლარს შეადგენს. ასევე, გავაორმაგეთ ბიუჯეტის შესაბამისი მიზნობრივი დაფინანსება და გასულ კვირას, პროგრამის ფარგლებში, 30-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო ახალი საცხოვრისი” - განაცხადა რიჟვაძემ.
პროგრამა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2016 წლიდან ხორციელდება და ჯამში 753 ოჯახმა შეძლო უსაფრთხო საცხოვრისის შეძენა.