https://sputnik-georgia.com/20240424/batumshi-axali-kinulis-moedani-ashendeba-287538385.html
ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიადისთვის ბათუმში ყინულის სასახლეს ააშენებენ
ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიადისთვის ბათუმში ყინულის სასახლეს ააშენებენ
Sputnik საქართველო
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, თანამედროვე სტანდარტების ახალი ყინულის სასახლე 1,5 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი 24.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-24T21:20+0400
2024-04-24T21:20+0400
2024-04-24T21:22+0400
საქართველო
სპორტი
აჭარა
აჭარის მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23180/71/231807163_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_df73b5aa6c25fd59594b424caffdf9f7.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. აჭარის მთავრობამ 2025 წლის ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიადისთვის ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლისა და საცურაო აუზის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.ბაკურიანმა 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის ოფიციალური სტატუსი მიიღო. გადაწყვეტილება 2020 წელს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს - თამაშების ნაწილი თბილისისა და ბათუმის სპორტულ მოედნებზე ჩატარდება.აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მასშტაბური პროექტის განხორციელებით ბათუმს ახალი, თანამედროვე სტანდარტების, 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის სასახლე და 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზი ექნება.ყინულის არენის და ორი აუზის მოწყობა საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. პროექტის ახალ ეტაპზე იზრდება ორივე შენობა-ნაგებობის მთლიანი სივრცული მოცულობა, იცვლება და უმჯობესდება შენობების არქიტექტურულ-ვიზუალური მხარე.2015 წელს საქართველო პირველად გახდა ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი-ქვეყანა. 27 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში თბილისში სპორტის ცხრა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართა. ფესტივალში 50 ქვეყნიდან ოთხი ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მაშინ ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი ოქრო და ექვსი ბრინჯაო მოიპოვეს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23180/71/231807163_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_73af37af67f34c95ffa4ca7fb912d60c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, აჭარა , აჭარის მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, აჭარა , აჭარის მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიადისთვის ბათუმში ყინულის სასახლეს ააშენებენ
21:20 24.04.2024 (განახლებულია: 21:22 24.04.2024) თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, თანამედროვე სტანდარტების ახალი ყინულის სასახლე 1,5 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. აჭარის მთავრობამ 2025 წლის ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიადისთვის ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლისა და საცურაო აუზის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.
ბაკურიანმა 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის ოფიციალური სტატუსი მიიღო. გადაწყვეტილება 2020 წელს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს - თამაშების ნაწილი თბილისისა და ბათუმის სპორტულ მოედნებზე ჩატარდება.
„გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ავაშენოთ და დავასრულოთ ბათუმის ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა, რომელიც 2025 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს", განაცხადა რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მასშტაბური პროექტის განხორციელებით ბათუმს ახალი, თანამედროვე სტანდარტების, 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის სასახლე და 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზი ექნება.
ყინულის არენის და ორი აუზის მოწყობა საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. პროექტის ახალ ეტაპზე იზრდება ორივე შენობა-ნაგებობის მთლიანი სივრცული მოცულობა, იცვლება და უმჯობესდება შენობების არქიტექტურულ-ვიზუალური მხარე.
2015 წელს საქართველო პირველად გახდა ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი-ქვეყანა. 27 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში თბილისში სპორტის ცხრა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართა. ფესტივალში 50 ქვეყნიდან ოთხი ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მაშინ ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი ოქრო და ექვსი ბრინჯაო მოიპოვეს.