უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 3 წლამდე გახანგრძლივდა

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2024
გამოწერა
თავდაპირველად უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ერთი წლით ყოფნის უფლება მიეცათ. 2023 წელს ხელისუფლებამ ეს ვადა ორ წლამდე გაზარდა
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. უკრაინის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ დარჩენას ორი წლის ნაცვლად სამი წლის განმავლობაში შეძლებენ, ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.
დადგენილების - „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ - თანახმად, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული სამი წლის ვადით ყოფნის უფლება მიეცათ.
თავდაპირველად უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ერთი წლით ყოფნის უფლება მიეცათ. 2023 წელს ხელისუფლებამ ეს ვადა ორ წლამდე გაახანგრძლივა.
უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებმაც 2024 წლის 24 თებერვლამდე ორწლიანი ვადის განახლება ვერ მოახერხეს, დამატებითი ჯარიმების გარეშე კიდევ ერთი წელი შეძლებენ ქვეყანაში დარჩენას.
ყველა ახალი ამბავი
0