https://sputnik-georgia.com/20240423/saqartvelos-germaneli-gvinis-propesionalebi-ewvivnen-287495695.html
საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
Sputnik საქართველო
გერმანია, რომელიც ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. 23.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-23T13:00+0400
2024-04-23T13:00+0400
2024-04-23T13:00+0400
საქართველო
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
გერმანია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641602_0:0:2501:1407_1920x0_80_0_0_605253b68a55073bdd6cfcb9f51ecf10.jpg
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით საქართველოში გერმანელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სტუმრებს შორის იყვნენ სომელიეები, კომერციული სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.პროფესიონალების ათკაციანი ჯგუფი ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ესტუმრა, სადაც ისინი ქართული ღვინის დაყენების ისტორიას და ტრადიციებს გაეცნენ. მათ ადგილზე გასინჯეს როგორც კლასიკური წესით, ისე ადგილობრივი ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.გერმანელი ღვინის პროფესიონალები საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის ff.k Public Relations ორგანიზებით ეწვივნენ.ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გერმანულ კომპანია ff.k Public Relations-თან ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება.გერმანია, რომელიც ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან გერმანიაში 300 ათას ლიტრამდე ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით მეტია.საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხალხურ ხელოვნებასა და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება. 2017 წელს უცხოელმა სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.2013 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641602_0:0:2055:1541_1920x0_80_0_0_91a229ca5351c8ce48dc9c9d8a4763c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, გერმანია , ახალი ამბები
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, გერმანია , ახალი ამბები
საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
გერმანია, რომელიც ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა.
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით საქართველოში გერმანელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტუმრებს შორის იყვნენ სომელიეები, კომერციული სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
პროფესიონალების ათკაციანი ჯგუფი ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ესტუმრა, სადაც ისინი ქართული ღვინის დაყენების ისტორიას და ტრადიციებს გაეცნენ. მათ ადგილზე გასინჯეს როგორც კლასიკური წესით, ისე ადგილობრივი ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.
გერმანელი ღვინის პროფესიონალები საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის ff.k Public Relations ორგანიზებით ეწვივნენ.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გერმანულ კომპანია ff.k Public Relations-თან ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება.
გერმანია, რომელიც ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან გერმანიაში 300 ათას ლიტრამდე ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით მეტია.
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხალხურ ხელოვნებასა და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება. 2017 წელს უცხოელმა სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.