https://sputnik-georgia.com/20240422/saqartvelo-2028-wlis-chempionta-ligis-finalis-gamartvistvis-ganacxads-gaaketebs-287486877.html
საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის გამართვის თაობაზე განაცხადს შეიტანს
საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის გამართვის თაობაზე განაცხადს შეიტანს
Sputnik საქართველო
ახალი სტადიონი, რომლის მშენებლობაც 2028 წელს დასრულდება, „ბრიტანული სტილის" იქნება 22.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-22T20:00+0400
2024-04-22T20:00+0400
2024-04-22T20:00+0400
საქართველო
სპორტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23523/59/235235926_0:207:5367:3226_1920x0_80_0_0_ff768fc9df3f6f011f3b63ae72d2d426.jpg
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის თბილისში გამართვის თაობაზე განაცხადს შეიტანს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.თბილისი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის განაცხადს მას შემდეგ გააკეთებს, რაც დედაქალაქში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდება. მშენებლობის სავარაუდო ლოკაცია ვაზიანის ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია იქნება. მშენებლობა 2028 წლისთვის დასრულდება. აქ ფეხბურთის და რაგბის მატჩები გაიმართება.პრემიერის თქმით, ბოლო წლებში ქართულმა სპორტმა, განსაკუთრებით გუნდურ სახეობებში, უპრეცედენტო წარმატებებს მიაღწია.2024 წლის ივნისში საქართველოს ფეხბურთის ნაკრები პირველად მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატში, 2023 წლის სექტემბერში ქართველი მორაგბეები პარიზში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ, ხოლო 2023 წლის აგვისტოში კი კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23523/59/235235926_596:0:5367:3578_1920x0_80_0_0_0d85322c5d2d287bc58b9303ba961fab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის გამართვის თაობაზე განაცხადს შეიტანს
ახალი სტადიონი, რომლის მშენებლობაც 2028 წელს დასრულდება, „ბრიტანული სტილის" იქნება
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის თბილისში გამართვის თაობაზე განაცხადს შეიტანს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
თბილისი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის განაცხადს მას შემდეგ გააკეთებს, რაც დედაქალაქში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდება. მშენებლობის სავარაუდო ლოკაცია ვაზიანის ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია იქნება. მშენებლობა 2028 წლისთვის დასრულდება. აქ ფეხბურთის და რაგბის მატჩები გაიმართება.
„მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე უკვე ახალ სტადიონზე. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართული ფეხბურთისთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ბოლო წლებში ქართულმა სპორტმა, განსაკუთრებით გუნდურ სახეობებში, უპრეცედენტო წარმატებებს მიაღწია.
2024 წლის ივნისში საქართველოს ფეხბურთის ნაკრები პირველად მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატში, 2023 წლის სექტემბერში ქართველი მორაგბეები პარიზში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ, ხოლო 2023 წლის აგვისტოში კი კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.