https://sputnik-georgia.com/20240421/qadagishvili-saprotesto-aqciebis-organizatorebis-miznebze-287464185.html
ევროკავშირი მხოლოდ საბაბია: დეპუტატი საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა ჭეშმარიტ მიზნებზე
ევროკავშირი მხოლოდ საბაბია: დეპუტატი საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა ჭეშმარიტ მიზნებზე
Sputnik საქართველო
ვინც ახლა ამ პროცესებს მართავს, თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზნების ახალგაზრდების ხარჯზე მიღწევა სურს, განაცხადა ქადაგიშვილმა. 21.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-21T23:02+0400
2024-04-21T23:02+0400
2024-04-21T23:02+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ახალი ამბები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/13/287430995_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_743e244f185713d3e6bcdcf8476445d2.jpg
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" ევროკავშირი და ევროპა ერთგვარი საბაბია, რომლის დახმარებითაც საპროტესტო აქციებზე ახალგაზრდების ხარჯზე ისინი ცდილობენ თავიანთი ავტორიტარული რეჟიმის დაბრუნებას და პოლიტიკურ მიზნებს მიღწევას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველღიურად იმართება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევას, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.18 აპრილს საქართველოს პარლამენტმა 81 ხმით „საქართველოსა და ევროკავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.დოკუმენტი მიზნად ისახავს მხარეებს შორის კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნას. შეთანხმება მხარეებს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გააძლიერონ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული თანამშრომლობა. კენჭისყრაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.დეპუტატის თქმით, აქციებში მონაწილე ახალგაზრდები ემოციური არიან თავიანთ ქმედებებში, რასაც ზოგიერთი პოლიტიკოსი იყენებს.„იმ ადამიანებს არ გააჩნიათ არავითარი სურვილი, რომ ამ კანონთან კი არა, ნებისმიერ კანონთან რაიმე კონსტრუქციული დამოკიდებულება ჰქონდეთ", - განაცხადა ქადაგიშვილმა.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, დღეს საქართველოში საპროტესტო აქციებს არავინ არ არბევს და აქციის მონაწილეებს აღარ ასისხლიანებენ, როგორც ადრე ხდებოდა. ერთადერთი, რასაც მათგან მოითხოვენ არის ის, რომ აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი და კანონის ფარგლებში.სადავო კანონპროექტიკანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:უცხოური ძალა არის:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/13/287430995_108:0:2839:2048_1920x0_80_0_0_b89f157b4f1ab78068bf897e758468b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ევროკავშირი მხოლოდ საბაბია: დეპუტატი საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა ჭეშმარიტ მიზნებზე
ვინც ახლა ამ პროცესებს მართავს, თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზნების ახალგაზრდების ხარჯზე მიღწევა სურს, განაცხადა ქადაგიშვილმა.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" ევროკავშირი და ევროპა ერთგვარი საბაბია, რომლის დახმარებითაც საპროტესტო აქციებზე ახალგაზრდების ხარჯზე ისინი ცდილობენ თავიანთი ავტორიტარული რეჟიმის დაბრუნებას და პოლიტიკურ მიზნებს მიღწევას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველღიურად იმართება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევას, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.
„ორი დღის წინ პარლამენტმა მიიღო ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება-დოკუმენტი და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კენჭისყრაშიც კი არ მიიღო მონაწილეობა. ამიტომ აქ ევროკავშირი და ევროპა მათთვის არის ის ერთგვარი საბაბი, რითიც ცდილობენ თავიანთი ავტორიტარული რეჟიმის დაბრუნებას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
18 აპრილს საქართველოს პარლამენტმა 81 ხმით „საქართველოსა და ევროკავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
დოკუმენტი მიზნად ისახავს მხარეებს შორის კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნას. შეთანხმება მხარეებს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გააძლიერონ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული თანამშრომლობა. კენჭისყრაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.
დეპუტატის თქმით, აქციებში მონაწილე ახალგაზრდები ემოციური არიან თავიანთ ქმედებებში, რასაც ზოგიერთი პოლიტიკოსი იყენებს.
„იმ ადამიანებს არ გააჩნიათ არავითარი სურვილი, რომ ამ კანონთან კი არა, ნებისმიერ კანონთან რაიმე კონსტრუქციული დამოკიდებულება ჰქონდეთ", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, დღეს საქართველოში საპროტესტო აქციებს არავინ არ არბევს და აქციის მონაწილეებს აღარ ასისხლიანებენ, როგორც ადრე ხდებოდა. ერთადერთი, რასაც მათგან მოითხოვენ არის ის, რომ აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი და კანონის ფარგლებში.
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.