https://sputnik-georgia.com/20240421/propsaswavleblebshi-registracia-iwueba-287454822.html
საქართველოს პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაციის თარიღი ცნობილია
საქართველოს პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაციის თარიღი ცნობილია
Sputnik საქართველო
საქართველოში პროფესიული განათლების მიღება უფასოდ ქვეყნის ყველა მოქალაქეს შეუძლია. 21.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-21T11:03+0400
2024-04-21T11:03+0400
2024-04-21T11:03+0400
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24010/08/240100810_0:191:2000:1316_1920x0_80_0_0_3d97492cd8e1dadf59e6508120638524.jpg
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოში პროფგანათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 22 აპრილს დაიწყება და 16 მაისამდე გაგრძელდება, ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.2023 წელს პროფსასწავლებლებში 15,5 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა - 49% ქალი, 52,1% კი მამაკაცი. 2023 წლის ბოლოს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა, რომლებიც პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტებს იღებდნენ, 96 იყო, რომელთაგან 54 სახელმწიფო, 42 კერძო დაწესებულება იყო.უწყების ცნობით, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეჟიმში, ვებგვერდზე vet.emis.ge, ისე ქვეყნის მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.2024 წელს საქართველოს მასშტაბით არსებული სახელმწიფო და კერძო პროფესიული სასწავლებლები მიიღებენ სტუდენტებს სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.2024 წელს ასევე გამოცხადდა მიღება ინტეგრირებულ პროგრამებზე, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას მისცემს პროფესიულ განათლებასთან ერთად მიიღონ სრული ზოგადი განათლება. ამ პროგრამების გავლის შემდეგ გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან.გარდა ამისა, რეგისტრაცია მიმდინარეობს დუალურ პროგრამებზე, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობის განაწილებას საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის. ასეთ შემთხვევაში პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში (კონკრეტულ კომპანიაში).2024 წელს შემოთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი, რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პორტალზე vet.emis.ge.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24010/08/240100810_145:288:1543:1337_1920x0_80_0_0_30db3128cfc8cde20a0e1e171bd9a029.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველოს პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაციის თარიღი ცნობილია
საქართველოში პროფესიული განათლების მიღება უფასოდ ქვეყნის ყველა მოქალაქეს შეუძლია.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოში პროფგანათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 22 აპრილს დაიწყება და 16 მაისამდე გაგრძელდება, ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2023 წელს პროფსასწავლებლებში 15,5 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა - 49% ქალი, 52,1% კი მამაკაცი. 2023 წლის ბოლოს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა, რომლებიც პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტებს იღებდნენ, 96 იყო, რომელთაგან 54 სახელმწიფო, 42 კერძო დაწესებულება იყო.
უწყების ცნობით, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეჟიმში, ვებგვერდზე vet.emis.ge, ისე ქვეყნის მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
2024 წელს საქართველოს მასშტაბით არსებული სახელმწიფო და კერძო პროფესიული სასწავლებლები მიიღებენ სტუდენტებს სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
„მიღების მოქმედი წესები უზრუნველყოფს პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და პროფესიულ განათლებაში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვას. ასევე გათვალისწინებული იქნება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში სწავლის გაგრძელების მსურველთა ინდივიდუალური საჭიროებები", - ნათქვამია განცხადებაში.
2024 წელს ასევე გამოცხადდა მიღება ინტეგრირებულ პროგრამებზე, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას მისცემს პროფესიულ განათლებასთან ერთად მიიღონ სრული ზოგადი განათლება. ამ პროგრამების გავლის შემდეგ გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან.
გარდა ამისა, რეგისტრაცია მიმდინარეობს დუალურ პროგრამებზე, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობის განაწილებას საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის. ასეთ შემთხვევაში პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში (კონკრეტულ კომპანიაში).
2024 წელს შემოთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი, რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პორტალზე vet.emis.ge.