ნარკოდანაშაული საქართველოში: ბოლო ცნობები

© Sputnik / გადასვლა მედიაბანკშინარკოტიკული ნივთიერებების განადგურება
ნარკოტიკული ნივთიერებების განადგურება - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2024
გამოწერა
საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია მკაცრად რეგულირდება.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ბოლო 4 წლის განმავლობაში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რიცხვი გაორმაგდა, ხოლო დაკავებული ნარკორეალიზატორების რაოდენობა ოთხით გაიზარდა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
მინისტრის ცნობით, 2023 წელს დააკავეს 284 ნარკორეალიზატორი, 2020 წელს კი აღნიშნული დანაშაულისთვის დაკავებულთა რაოდენობა მხოლოდ 71 იყო. ამასთან, 2023 წელს ნარკოდანაშაულისთვის აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობამ 6.594 შეადგინა, მაშინ როცა 2020 წელს მათი რიცხვი მხოლოდ 3.452 იყო.
2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები:
84 კგ „ჰეროინი"
20 კგ Alpha pVp
2,5 კგ „კოკაინი"
4 კგ „მეფედრონი"
304 კგ „მარიხუანა"
4 ტონა „კანაფი"
9,5 ათასი აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი"
13 კგ ფსიქოტროპული მედიკამენტები
3 კგ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები
საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია მკაცრად რეგულირდება. ეს ქმედება ერთ-ერთი მკაცრად დასჯადი დანაშაულია, რომელიც სასჯელის უმაღლესი ზომით - უვადო თავისუფლების აღკვეთითაც კი ისჯება.
ამასთან, პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების შენახვა, რომლის დოზაც თითოეულ სახეობაზე ინდივიდუალურად განისაზღვრება, მხოლოდ ჯარიმით ისჯება. პირადი მოხმარებისთვის მითითებულზე მაღალი დოზის შენახვა კი სისხლის სამართლის დანაშაულია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მინიმუმ 6 წლით.
ყველა ახალი ამბავი
0