https://sputnik-georgia.com/20240421/ekonomikuri-sabchos-sxdoma-gaimarta-287456810.html
მთავრობამ 500 მგვტ-მდე სიმძლავრის ენერგოპროექტების განხორციელებას მხარი დაუჭირა
მთავრობამ 500 მგვტ-მდე სიმძლავრის ენერგოპროექტების განხორციელებას მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 21.04.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-04-21T15:10+0400
2024-04-21T15:10+0400
2024-04-21T15:32+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/15/287456645_0:109:2048:1261_1920x0_80_0_0_e1917adb4c7535aeff0c573026f849e3.jpg
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე სადაზღვევო სექტორსა და საპენსიო დაზღვევის სფეროში განსახორციელებელი რეფორმები, ენერგეტიკულ პროექტებში დაგეგმილი ინვესტიციები და საპრივატიზაციო გეგმები განიხილეს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, სხდომაზე ყურადღება დაეთმო ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელებას.ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების რეფორმის კონკრეტულ დეტალებსა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების დამტკიცებაზე, რომლებიც მთავრობას უახლოეს პერიოდში წარედგინება.ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში, საქართველოში ენერგეტიკის სექტორის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით, შემუშავებულია განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1,5 ათასი მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.2023 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 760 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. საუბარია 500 კილოვატზე ნაკლები სიმძლავრის ელექტროსადგურებზე.მთავრობასთან არსებული ეკონომიკური საბჭო 2013 წელს შეიქმნა და მისი ძირითადი ფუნქციაა ქვეყნის შიდა და საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვა, მაკროეკონომიკური და სხვა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ინდიკატორებისა და რისკების ანალიზი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/15/287456645_187:0:1868:1261_1920x0_80_0_0_ba12eaa66b3d839a1d3ff113e8e6b0d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
მთავრობამ 500 მგვტ-მდე სიმძლავრის ენერგოპროექტების განხორციელებას მხარი დაუჭირა
15:10 21.04.2024 (განახლებულია: 15:32 21.04.2024) ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე სადაზღვევო სექტორსა და საპენსიო დაზღვევის სფეროში განსახორციელებელი რეფორმები, ენერგეტიკულ პროექტებში დაგეგმილი ინვესტიციები და საპრივატიზაციო გეგმები განიხილეს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სხდომაზე ყურადღება დაეთმო ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელებას.
„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში ამ კუთხით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას. საბჭომ ჯამურად 500 მეგავატამდე სიმძლავრის ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილებები მიიღო", - ნათქვამია განცხადებაში.
ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების რეფორმის კონკრეტულ დეტალებსა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების დამტკიცებაზე, რომლებიც მთავრობას უახლოეს პერიოდში წარედგინება.
ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში, საქართველოში ენერგეტიკის სექტორის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით, შემუშავებულია განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1,5 ათასი მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
2023 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 760 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. საუბარია 500 კილოვატზე ნაკლები სიმძლავრის ელექტროსადგურებზე.
მთავრობასთან არსებული ეკონომიკური საბჭო 2013 წელს შეიქმნა და მისი ძირითადი ფუნქციაა ქვეყნის შიდა და საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვა, მაკროეკონომიკური და სხვა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ინდიკატორებისა და რისკების ანალიზი.